ევრო 2016-ს ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა შაბათს გაიმართა და "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელების ნაკრებების მეტოქეები გაირკვა.
მასპინძლები - რომელთა მწვრთნელი დიდი დეშამი სავარაუდოდ მორგან შნეიდერლინსა და ენტონი მარსიალს წაიყვანს ევროპის ჩემპიონატზე - A ჯგუფში რუმინეთს, ალბანეთსა და შვეიცარიას შეხვდებიან.
ინგლისის ნაკრების კაპიტანი უეინ რუნი თავის გუნდს B ჯგუფში რუსეთის, უელსისა და სლოვაკეთის ნაკრებების წინააღმდეგ გაიყვანს მოედანზე. რა თქმა უნდა, კრის სმოლინგს, ფილ ჯონსს, ეშლი იანგს, ჯესი ლინგარდს, მაიკლ კერიკსა და ტრავმირებულ ლუკ შოუს ტურნირზე მონაწილეობის იმედი ექნებათ.
ბასტიან შვაინშტაიგერი თავის თანაგუნდელს დაუპირისპირდება, როცა გერმანიის ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიას, რომელიც პედი მაკნეირთან ერთად ითამაშებს, C ჯგუფში შეხვდება, დანარჩენ ორ გუნდს უკრაინა და პოლონეთი წარმოადგენენ.
ხუან მატა და დავიდ დე ხეა წარმოადგენენ ესპანეთის ნაკრებს, რომელიც ჩეხეთის, თურქეთისა და ხორვატიის ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებენ D ჯგუფში.
E ჯგუფი ყველაზე რთული უნდა გამოდგეს და მასში "წითელი ეშმაკების" წარმომადგენლობით ორი ნაკრები იასპარეზებს - ბელგიასთან ერთად მარუან ფელაინი, ხოლო იტალიასთან ერთად მატეო დარმიანი, რომელთაც კონკურენციას ირლანდიისა და შვედეთის ნაკრებები გაუწევენ.
პორტუგალია F ჯგუფში ისლანდიის, აუსტრიისა და უნგრეთის ნაკრებებს შეხვდება და ეს ერთადერთი ჯგუფია, რომელშიც "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი არ ითამაშებს.
ტურნირი 10 ივნისს საფრანგეთისა და რუმინეთის ნაკრებების დაპირისპირებით აიღებს სტარტს.
ევრო 2016-ის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა:
A ჯგუფი: საფრანგეთი, რუმინეთი, ალბანეთი, შვეიცარია B ჯგუფი: ინგლისი, რუსეთი, უელსი, სლოვაკეთი C ჯგუფი: გერმანია, უკრაინა, პოლონეთი, ჩრდილოეთ ირლანდია D ჯგუფი: ესპანეთი, ჩეხეთი, თურქეთი, ხორვატია E ჯგუფი: ბელგია, იტალია, ირლანდია, შვედეთი F ჯგუფი: პორტუგალია, ისლანდია, აუსტრია, უნგრეთი
ახალი ამბები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.