ხუან მატა აცხადებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგის გარეშე დარჩენას უნდა შეეგუოს და პრემიერ ლიგაზე, ევროპის ლიგასა და ასოციაციის თასზე მოახდინოს კონცენტრირება.
ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელს მიაჩნია, რომ "ვოლფსბურგთან" წაგებას გუნდმა "ბორნმუთთან" გამარჯვების მოპოვებით უნდა უპასუხოს, რათა შიდა ჩემპიონატში პოზიცია არ დაკარგოს.
"იმედი გაგვიცრუვდა ჩვენც, გულშემატკივარსაც და ყველას. მაგრამ წინსვლა უნდა განვაგრძოდ.
ევროპის ლიგაზე სამი წლის წინ ვითამაშე, როცა ჩემპიონთა ლიგიდან გავვარდით და მაშინ ეს ტურნირი მოვიგეთ. ამიტომ, წინასწარ არასდროს იცი, რა მოხდება. რა თქმა უნდა, ჩეპიონთა ლიგაზე თამაში გვინდოდა, მაგრამ რეალობა ის არის, რაც მოხდა. ევროპის ლიგაზე ვთამაშობთ და სამი სხვადასხვა ტურნირის მოსაგებად ბრძოლა შეგვიძლია, რასაც სეზონის ბოლომდე გავაკეთებთ.
რაც შემეხება მე და ყველას, დროა ჩვენი საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ, როგორც ყოველთვის და ვეცადოთ შედეგების მიღებას. ეს რაც შეიძლება მალე უნდა გავაკეთოთ "ბორნმუთთან" გასვლაზე მატჩში. რთული მატჩი იქნება, მაგრამ სტადიონს როცა დავტოვებთ, უნდა ვგრძნობდეთ, რომ კარგი დღე გვქონდა.
მანჩესტერში სამი ქულით დაბრუნებაზე ვფიქრობთ და პრემიერ ლიგაში კარგი შედეგების სერიაზე".