"მანჩესტერ იუნაიტედის" კუთვნილებაში მყოფი ბელგიელი ფეხბურთელი ადნან იანუზაი სათამაშო პრაქტიკის უქონლობას უჩივის.
20 წლის ბელგიელი ამ მომეტისათვის იჯარის წესით დორტმუნდის "ბორუსიაში" თამაშობს. მან ამ სეზონში ბუნდესლიგის 6 თამაშში მიიღო მონაწილეობა, თუმცა ჯერჯერობით სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოახერხა მოხვედრა, საბოლოო ჯამში მას 160 წუთი აქვს ნათამაშები.
"მეტი დრო მჭირდება, რათა უკეთეს ფორმაში ვიყო. ასეთ სიტუაციაში ყოფნა ფსიქოლოგიურად ძალიან რთულია. - ამბობს იანუზაი ჟურნალისტებთან საუბრისას. "მე მაქვს ყველა ის თვისება, რაც "მანჩესტერ იუნაიტედს" გამოადგება, თუმცა ამის დასამტკიცებლად საკმარისი დრო არ მეძლევა".