მეტოქეთა პირველი შეხვედრის პრევიუ.
"ბორნმუთი"" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)
სტადიონი: "დინ კორტი", ბორნმუთი
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, მე-16 ტური
თარიღი: შაბათი, 12 დეკემბერი, 2015 წელი
მთავარი მსაჯი: ენტონი ტეილორი
მატჩის დასაწყისი: 21:30, (ჩვენი დროით)
"ბორნმუთი"
ტრავმირებულები: ფედერიჩი, პიუ, ატსუ, გრადელი, მინგსი, კ.უილსონი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: ტომლინი, ელფიკი
განაცხადი: Boruc, Allsop, Smith, Francis, Distin, Daniels, Ritchie, Surman, Gosling, Stanislas, Arter, King, Boruc, Cook, Rantie, MacDonald, Kermorgant, Murray, Tomlin, Bennett, Cargill, O'Kane..
"იუნაიტედთან" მატჩის წინ ერთთვიანი შესვენების შემდეგ ვარჯიშებს დაუბრუნდნენ ლი ტომლინი და მარკ პიუ. გუნდის კარს კვლავ არტურ ბორუცი დაიცავს, რადგან ძირითადი მეკარე ადამ ფედერიჩი ტრავმირებულთა სიაშია.
"მანჩესტერ იუნაიტედი"
ტრავმირებულები: შოუ, რუნი, ჯონსი, ერერა, ვალენსია, დარმიანი, სმოლინგი, როხო
დისკვალიფიკაცია: შვაინშტაიგერი (3 მატჩი)
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი: De Gea, Romero, Johnstone, Varela, Borthwick-Jackson, Blind, McNair, Tuanzebe, Schneiderlin, Carrick, Fellaini, Goss, Depay, Powell, Mata, Young, Lingard, Pereira, Martial, Rashford.
"მანჩესტერ იუნაიტედი" მატჩს 8 ტრავმირებული მოთამაშით ხვდება, რამეთუ სხვებთან ერთად ლაზარეთს კრის სმოლინგი და მატეო დარმიანიც შეემატნენ. გუნდს ვერ დაეხმარება ბასტიან შვაინშტაიგერიც, რადგან მას "ვესტ ჰემთან" მატჩში მომხდარი ინციდენტის გამო სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია აქვს. მორგან შნეიდერლინი კი, ვან გაალის სიტყვებით, მოედანს უახლოეს მატჩში დაუბრუნდება.
"ბორნმუთი"
მე-17 ადგილი, 13 ქულა
უკანასკნელი 6 შეხვედრა: წ-წ-წ-ფ-ფ-მ
"ბორნმუთმა" ბოლო შვიდი საშინაო მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო - 1 მოგება, 3 ფრე, 3 წაგება.
"ბლებმა" პრემიერ ლიგის ბოლო 2 მატჩში ოთხი გოლი გაიტანეს და თითოეული მათგანი მე-80 წუთის შემდეგ.
პრემიერ ლიგის ბოლო 3 მატჩში დაუმარცხებლები არიან - 1 მოგება, 2 ფრე.
"ბორნმუთმა" "ნიუკასლთან" ერთად პრემიერ ლიგაში ყველაზე მეტი გოლი გაუშვა - 30.
"მანჩესტერ იუნაიტედი"
მე-4 ადგილი, 29 ქულა
უკანასკნელი 6 შეხვედრა: ფ-ფ-მ-მ-ფ-ფ
"
"წითელმა ეშმაკებმა" პრემიერ ლიგის ბოლო 18 მატჩიდან მხოლოდ 2 დათმეს - 9 მოგება, 7 ფრე და ორი წაგება და ბოლო შვიდ მატჩში არ მარცხდებიან - 3 მოგება, 4 ფრე.
ყველა ტურნირზე "მანჩესტერ იუნაიტედმა" 2015 წელს 8-ჯერ დაასრულა მატჩი ანგარიშით 0-0. 2005 წლის შემდეგ, როცა მაშინ იგივე მაჩვენებელი 10-ს უდრიდა, "იუნაიტედს" არასდროს ჰქონია ასეთი რაოდენობის უგოლო მატჩები კალენდარულ წელში.
"იუნაიტედის" ყველა მწვრთნელს შორის მხოლოდ ლალ ჰილდიჩის დროს თამაშობდა გუნდი უფრო ხშირად 0-0 მატჩებს (14.3%), ვიდრე ლუი ვან გაალის დროს (13,2%) - 53 მატჩიდან 7.
ჩემპიონთა ლიგის მატჩების შემდეგ ჩატარებულ ბოლო შვიდ შეხვედრაში "იუნაიტედი" მხოლოდ ორჯერ ახერხებდა გამარჯვებას - 2 მოგება, 3 ფრე, 2 წაგება.
მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები
"ბორნმუთი"
წამყვანი ბომბარდირი: კ.უილსონი - 5 გოლი (5 ლიგაში)
კალუმ უილსონი კვლავ რჩება გუნდის საუკეთესო ბომბარდირად, მიუხედავად იმისა, რომ მოედანზე 2015 წლის 26 სექტემბრის შემდეგ არ გასულა.
"მანჩესტერ იუნაიტედი"
წამყვანი ბომბარდირები: რუნი - 7 გოლი (2 ლიგაში) უეინ რუნის ერთი გოლის გატანა სჭირდება, რათა კლუბის ყველა დროის ბომბარდირთა სიაში მეორე ადგილი დაიკავოს. ამჟამად მეორე ადგილს დენის ლოუსთან ერთად იყოფს 237 გოლით. წინ ბობი ჩარლტონია 249 გოლით.
თუ მოედანზე უეინ რუნი გავა, თავის მეხუთასე მატჩს ჩაატარებს "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით.
უეინ რუნი პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში ყოველ 525 წუთში ერთხელ იტანს გოლს (2 გოლს 1050 წუთში) - ეს მისი ყველაზე ცუდი მაჩვენებელია პრემიერ ლიგაში. მანამდე რუნი უფრო იშვიათად მხოლოდ "ევერტონში" იტანდა გოლებს - 22540 წუთში 9 გოლი - 1 გოლი ყოველ 271 წუთში.
ხუან მატამ 24 მომენტი შექმნა "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში - ეს ორჯერ მეტია, ვიდრე კლუბის ნებისმიერი სხვა ფეხბურთელის მაჩვენებელი. ამ მხრივ მეორე უეინ რუნია - 12.
ურთიერთშეხვედრები
გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირის ეგიდით 8-ჯერ შეხვდნენ. "ბორნმუთმა" 1-ჯერ მოახერხა გამარჯვება, "იუნაიტედმა" 5-ჯერ, ხოლო 2 მატჩი ფრედ დასრულდა.
"ბლებმა" ერთადერთი გამარჯვება ინგლისის თასის მატჩში 1984 წლის იანვარში მოიპოვეს, როცა "იუნაიტედი" 2-0 დაამარცხეს.
ეს გუნდების პირველი შეხვედრა იქნება ინგლისის ჩემპიონატში. მანამდე ეს გუნდები მხოლოდ ინგლისის თასზე ხვდებოდნენ ერთმანეთს.
სახლში და გასვლაზე
ლიგა: "ბორნმუთი" - 1 მოგება,
"იუნაიტედი" - 5 მოგება, ფრე - 2.
"ბორნმუთის" სტადიონი"
ლიგა: "ბორნმუთი" - 1 მოგება.
"იუნაიტედი" - 1 მოგება, ფრე - 2.
მსაჯთა ბრიგადა
მთავარმა მსაჯმა, ენტონი ტეილორმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 18 მატჩი განსაჯა, 69 ყვითელი და 1 წითელი ბარათი აჩვენა.
გვერდითი მსაჯები: გარი ბესუიკი, სტიუარტ ბარტი.
სათადარიგო არბიტრი: ჯონათან მოსი.