ეშლი იანგი ფიქრობს, რომ ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნა ჯგუფურ ეტაპზე გუნდის ცუდი თამაშის ბრალია.
"ჩვენთვის აუცილებელი იყო გამარჯვება იმ მატჩებში, რომელშიც ვალდებული ვიყავით ეს გაგვეკეთებინა. გვქონდა შანსი მოგვეგო პსვ-სთან სახლში და შევხვედრილიყავით "ვოლფსბურგთან" მატჩს საერთოდ სხვა მდგომარეობით",-ციტირებს ეშლი იანგის სიტყვებს manutd.com-ი.
"ველოდით, რომ "ვოლფსბურგი" ჩაიკეტებოდა პირველი წუთებიდან და იმოქმედებდა კონტრშეტევებზე, მაგრამ ისინი თამაშობდნენ გახსნილ ფეხბურთს. ვიცოდით, როგორ მიმდინარეობდა პარალელური მატჩი ეინდჰოვენში, შესაბამისად ვიცოდით, რომ აუცილებელი იყო მოგება. სამწუხაროდ, ჩვენ ეს ვერ შევძელით".
"არ ვფიქრობ, რომ ეს მარცხი გავლენას მოახდენს ჩვენს მორალურ მდგომარეობაზე. გუნდური სულისკვეთება მაღალ დონეზეა. ძალიან იმედგაცრუებულები ვართ ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის გამო, მაგრამ ახლა მთავარია ვიფიქროთ შემდეგ მატჩზე, რომელიც შაბათს გაიმართება".