რაიან გიგზის პოტენციური სამუშაო.
"სუონსი", რომელიც მთავარი მწვრთნელის ძიებაშია, "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტის, რაიან გიგზისთვის სამსახურის შეთავაზებას აპირებს.
უელსურმა კლუბმა მიმდინარე კვირაში გარი მონკი გაათავისუფლა პოსტიდან, რომელიც 22 თვის განმავლობაში ხელმძღვანელობდა "გედებს".
მონკის შემცვლელთა პრეტენდენტებს შორის გიგზის გარდა დევიდ მოიესი, ბრენდან როჯერსი და ავრამ გრანტიც სახელდებიან.
თუმცა "სუონსი" პირველად მოლაპარაკებებს გიგზთან გამართავს, რომელიც ასევე უელსური წარმოშობის გახლავთ.
42 წლის გიგზს, რომელიც ვან გაალის მემკვიდრედ ითვლება "იუნაიტედში", უელსის ნაკრებში 63 მატჩი აქვს ჩატარებული, თუმცა დამოუკიდებელი სამწვრთნელი გამოცდილება ძალიან მცირე აქვს - 2013/14 წლების სეზონში, როცა "იუნაიტედმა" დევიდ მოიესი სამსახურიდან კონტრაქტით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე გაათავისუფლა, სეზონის დარჩენილ 4 მატჩში სწორედ გიგზი ხელმძღვანელობდა თავის ყოფილ კლუბს.
ასეთი მცირე გამოცდილება გიგზისთვის შესაძლოა, "წითელი ეშმაკების" საბოლოოდ ჩაბარებაში ხელის შემშლელი ფაქტორი აღმოჩნდეს, ამიტომ კარდიფელი თავადაც უნდა იყოს "სუონსის" გაწვრთნით დაინტერესებული.
წყარო:
independent