ირლანდიურმა გამოცემამ Irish Examiner-მა უეინ რუნის საჯარო ბოდიში მოუხადა მის შესახებ გავრცელებული ცრუ ინფორმაციის გამო.
გაზეთის ერთ-ერთი სტატია იუწყებოდა, რომ "იუნაიტედის" კაპიტანმა "ვესტ ჰემთან" და "ვოლფსბურგთან" მატჩები არა ტრავმის, არამედ ვარჯიშზე ნასვამი მდგომარეობით მისვლის გამო გამოტოვა.
"2015 წლის 8 დეკემებერს გამოვაქვეყნეთ სტატია, სადაც რუნის მიერ გამოტოვებული მატჩების მიზეზად მის სისხლში აღმოჩენილი ალკოჰოლი სახელდებოდა. ეს ინფორმაცია აღმოჩნდა სრული სიცრუე და გვსურს, უეინ რუნის ბოდიში მოვუხადოთ ამ სტატიის გამოქვეყნებით მიღებული ზარალის გამო." - აცხადებს "Irish Examiner"-ის ოფიციალური ვებ-გვერდი.
შეგახსენებთ, რომ ინგლისელი ფორვარდის გამოჯანმრთელება წარმატებით მიმდინარეობს და შესაძლოა, იგი მოედანს "ბორნმუტთან" გასამართი მატჩისთვის დაუბრუნდეს.