თბილისი:
მანჩესტერი:
10-12-2015, 14:44
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 5619,
კომენტარები: 10
სიცხე და მხარდაჭერის ნაკლებობა - "იუნაიტედის" ორი მიზეზი
თავის მართლების საფუძველი თუ ფაქტის წინაშე დაყენება.
სიცხე  და მხარდაჭერის ნაკლებობა -
"მანჩესტერ იუნაიტედი" გერმანიაში გამართული მატჩის წინ გასახდელი ოთახის ტემპერატურას უჩიოდა.

"იუნაიტედმა" "ფოლკსვაგენ არენაზე" ტემპერატურის დაწევა მოითხოვა, რადგან ლუი ვან გაალი და მისი შეგირდები თავს კომფორტულად ვერ გრძნობდნენ, როცა "ვოლფსბურგის" წინააღმდეგ გადამწყვეტი შეხვედრისთვის ემზადებოდნენ.

როგორც ცნობილია, გასახდელი ოთახის ტემპერატურა არ აღემატებოდა ჩვეულებრივ ტემპერატურას, რომელიც ბუნდესლიგის მატჩების დროს "ვოლფსბურგის" საშინაო სტადიონზე შეიმჩნევა, მაგრამ "იუნაიტედი" პირობებით უკმაყოფილო დარჩა.

სიცხე  და მხარდაჭერის ნაკლებობა - "იუნაიტედის" ორი მიზეზი


ჩივილი ამით არ სრულდება.

"იუნაიტედმა" გერმანიაში ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნა მომდევნო დღეს მიზეზით გაამართლა.

გუნდი არ ცდილობს გაბრაზებულ გულშემატკივარს კიდევ უფრო მეტი საბაბი მისცეს, მაგრამ პრემიერ ლიგაზე განაწყენებულია, რადგან ფიქრობს, რომ ინგლისურ კლუბებს ევროპული მატჩების წინ საკმარის მხარდაჭერას არ უცხადებენ.

"იუნაიტედის" ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ თითქმის შეუძლებელი იქნება მათი და სხვა ინგლისური კლუბებისთვის ევროპის ელიტარული ტურნირის მოგება, თუკი ისეთივე მხარდაჭერას არ იგრძნობენ, როგორსაც "რეალი", "ბარსელონა" და მიუნხენის "ბაიერნი" გრძნობენ.

"იუნაიტედი" იმაზე მიანიშნებს, რომ ზემოჩათვლილი გრანდები ჩემპიონთა ლიგის მატჩის შემდეგ ჩვეულებრივ საკუთარ ჩემპიონატში საშინაო მატჩებს ატარებენ, "იუნაიტედს" კი მიმდინარე სეზონში შუა კვირაში თამაშის შემდეგ გასვლაზე მოუხდა მატჩის ჩატარება "სუონსის", "საუთჰემპტონის", "არსენალის", "ლესტერისა" და "ბორნმუთის" წინააღმდეგ - ევროპაში ჩატარებული რვა მატჩიდან ხუთის შემდეგ "წითელი ეშმაკები" პრემიერ ლიგაზე გასვლით მატჩებს ატარებდნენ.

რაც გასაგებია, მაგრამ "იუნაიტედი" არ დაპირისპირებია "ბარსელონას", "რეალს" ან "ბაიერნს".

სიცხე  და მხარდაჭერის ნაკლებობა - "იუნაიტედის" ორი მიზეზი


მისი მეტოქეები იყვნენ "ვოლფსბურგი", პსვ და ცსკა, რომელთაგან ვერცერთი გაუტოლდება ევროპის წამყვან სამ კლუბს.

"წითელი ეშმაკების" ჯგუფიდან გასვლისა მეოთხე წარუმატებელი მცდელობა ჭარბ სიცხესა და არათანადგომურ საშინაო პროგრამას ბრალდება.

უგოლო ფრეს პსვ-ს წინააღმდეგ გავლენა არ უქონია ოთხი დღის შემდეგ "უოტფორდთან" 2-1 მოპოვებულ გამარჯვებაზე ან 3 დღის შემდეგ "ლესტერთან" 1-1 მატჩზე. გასახდელი ოთახის თერმოსტატი არ ყოფილა ფაქტორი.

"იუნაიტედი" ჩაფლავდა იმის გამო, რომ ვან გაალმა და გუნდმა, რომელმაც 250 მლნ. ფუნტი დახარჯა ჰოლანდიელის ხელმძღვანელობისას, ვერ აჩვენა შედეგი მაშინ, როცა ეს ყველაზე საჭირო იყო.

სიცხე  და მხარდაჭერის ნაკლებობა - "იუნაიტედის" ორი მიზეზი


გუნდმა ითამაშა რამდენიმე კარგი მატჩი ფრედ და ჰქონდა შესაძლებლობები, თუნდაც სამშაბათს ღამით, მაგრამ საკმარისად კარგი არ იყო.

ამის შემდეგ, დამარცხებული მოთამაშეები გვერდს უვლიან პრესას და არაფერს ამბობენ. სხვათაშორის, პირველად არ ხდება ასე.

"ვოლფსბურგთან" მატჩის შემდეგ "იუნაიტედი" სასტუმროშიც კი არ დაბრუნებულა, პირდაპირ სახლში გაფრინდა.

გუნდში არსებული განწყობის შესახებ საუბარი კი მარუან ფელაინის მიანდეს, რომელმაც კლუბის ტელევიზიას მისცა ინტერვიუ.

სიცხე  და მხარდაჭერის ნაკლებობა - "იუნაიტედის" ორი მიზეზი


დიდმა ბელგიელმა კი აღნიშა, რომ ტურნირიდან გავარდნას შეუძლია გუნდის იმედებზე დიდი გავლენა იქონიოს, რადგან ხუთშაბათს ევროპის ლიგაზე თამაში პრემიერ ლიგის მატჩების განრიგის ცვლილებას გამოიწვევს.

"იუნაიტედი" გერმანიაში ძირითადი შემადგენლობის შვიდი ფეხბურთელის გარეშე ჩავიდა და ორი ტრავმირებულით დაბრუნდა.

კრის სმოლინგი და მატეო დარმიანი ოთხშაბათს ინგლისში დაბრუნების შემდეგ სკანირებაზე გაგზავნეს.

წყარო: dailymail
სტატიები
10 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
10 დეკემბერი 2015 14:48
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
არ მინდა მართლა ასე იქცეოდნენ და თუ მართლა იქცევიან ასე, სირცხვილი! სხვების დადანაშაულება ასეთ რამეში დიდი სისულელეა, რაც მოხდა, მთელი გუნდის ბრალია. წუწუნს და მიზეზებს ახლა აზრი არ აქვს, იყო ასეთი დრო ძველადაც, მაგრამ გუნდი წარმატებას აღწევდა და არა მარტო "იუნაიტედი", პრემიერ ლიგის სხვა გუნდებიც. ეს სხვა ქვეყნის შვილები რომ ჩამოვლენ და ჩამოიტანენ აზრებს, არავინ მოუსმენს. ლუის რომ დაუჯერო, ბოქსინგ დეისაც გააუქმებს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: GeorgeBest
10 დეკემბერი 2015 16:06
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ესე მალ-მალე მატჩები რა თქმა უნდა თავისას იზამს მაგრამ ეს აქამდეც ესე იყო და არ ყოფილა დიდად პრობლემა

წვრილმანების დევნას ჯობია ფეხბურთი ითამაშონ
0
№3
ავტორი: AkkRed
10 დეკემბერი 2015 17:05
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
და როდის არ იყო ასე, ახლა რომ წუწუნებენ?
0
№4
ავტორი: ilker
10 დეკემბერი 2015 17:43
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 290
რა სისულელეა
0
№5
ავტორი: I L C
10 დეკემბერი 2015 18:32
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
ამ კაცის პრობლემა ისაა რომ ნაკრების მწვრთნელი იყო . მთელი თვე ემზადებოდა ერთი მატჩისთვის და ახლა ვერ მიყვება პრემიერ ლიგის ტემპს იმის მიუხედავად, რომ საკლუბო კარიერაც ქონია..

რაღაც აღარ ჩანს საიტზე manunited gun2 manutd მსგავსი სმაილები feel
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№6
ავტორი: UTD-Rule
10 დეკემბერი 2015 20:01
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
აღარ მინდა ამ უაზრო მიზეზების მოსმენა უკვე.. what
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№7
ავტორი: Wardell
10 დეკემბერი 2015 21:09
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
ცუდ მოცეკვავეს ყვე#@$ი ხელს უშლიდაო, ამათზეა ნათქვამი. რა ტემპერატურა რამე სხვა სპორტი რო იყოს და დარბაზში თამაშობდნენ კიდე ხო :/
0
№8
ავტორი: Best 7
10 დეკემბერი 2015 23:02
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Kinisnairi erti mogvca gundshi
0
№9
ავტორი: dachi_mu
11 დეკემბერი 2015 05:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
აი რატო უთბენენ? რა ტემპერატურაო..რა სახლში თამაშიო რა უნდა ამ ყვერს ან კიდე სხვა ყვერებსაც? ამ ცენზურამა რო დაერია და გაყარა ეს მოთამაშეები გუნდიდან და დატოვა 15 კაცი იმიტოა აქ რო ვარ..დასვანნ და მოთხოვონ პასუხი რატო გაყიდა ბაბუს ვითომ და უვარგისი ხალხი? რატო გაყიდა? ნუ ხმა არ ამოვიღეთ რო მოვიდა ვინც უნდა მოიყვანსო.. ბაბუ იმით იყო მაგარი რო დიდი სკამი ყავდა და სულ როტაციას მიმართავდა...იმიტო გავყიდეო რო დახარჯულ ფულს ბალანსი გავუკეთეო..დახარჯულ ფულს ევროპაში კაი თამაშით აინაზღაურებ და არა ჯგუფში ჩარჩენით
0
№10
ავტორი: ვახო ( G G M U)
11 დეკემბერი 2015 23:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ტემპერატურაზე გადაბრალება იმისა, რომ ლიგიდან გამოვვარდით რბილად, რომ ვთქვა სამარცხვინოა...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top