ვან გაალის მეთოდები გუნდში შიშსა და უკმაყოფილებას იწვევს.
ლუი ვან გაალის მართვის მეთოდები "მანჩესტერ იუნაიტედში" იმდენად მიუღებელია, რომ ფეხბურთელებმა აღნიშნეს, რომ შეცდომის დაშვების ეშინიათ.
გასახდელ ოთახში განწყობა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპიდან გავარდნამდეც გაფუჭებული იყო, "ვოლფსბურგთან" მატჩის შემდეგ კი მწვრთნელის კრიტიკა კიდევ უფრო გაიზარდა.
ვან გაალი თავის უცნობ ბლოკნოტში იწერს ყველა შეცდომას, რომელსაც ფეხბურთელი ვარჯიშისა თუ თამაშის დროს უშვებს, ეს კი ფეხბურთელებს, რომლებიც ვან გაალის ინსტქუციას ვერ მიჰყვებიან, შიშში ამყოფებს.
მოთამაშეები უკმაყოფილონი არიან იმითაც, რომ ვან გაალი მათი შეცდომების ანალიზს თანაგუნდელების თანდასწრებით ახდენს.
"იუნაიტედის" შემტევების ვალდებულება სხვაგან არსად ვრცელდება ისე, როგორც მოედნის ბოლო მესამედში და ანხელ დი მარიას მაგალითი საუკეთესოდ აღწერს, თუ რა მოსდით ამ მოთამაშეებს, როცა ისინი არ უსმენენ.
მემფის დეპაის კი ლუიმ საჯაროდ განუცხადა, რომ ცხოვრების სტილი უნდა შეეცვალა, თუკი თამაში სურდა.
ვან გაალის მიდგომამ გუნდში რთული ატმოსფერო შექმნა. კაპიტანი უეინ რუნი და ვიცე-კაპიტანი მაიკლ კერიკი სექტემბერში ჰოლანდიელს შეხვდნენ, რათა გასახდელ ოთახში არეული სიტუაციის შესახებ ეცნობებინათ.
წინა კვირას ასევე ცნობილი გახდა, რომ ფეხბურთელებს არ მოსწონთ მატჩისწინა ღამით გუნდის ჩვეული ღონისძიება.
სადილის შემდეგ, ფეხბურთელები ვალდებულნი არიან გუნდის სასტუმროში რამდენიმე შეხვედრას დაესწრნონ, შემდეგ კი ღამის ათ საათზე ერთად შეიკრიბნონ.
ვან გაალმა თავისი ბლოკნოტი წინა წელს აამოქმედა და მისი დანიშნულების შესახებ ისაუბრა.
"ბლოკნოტი ყოველთვის თან მაქვს, რათა აღნიშვნები გავაკეთო. ჩემთვის, ის ძალიან საჭირო ნივთია, ასე რომ, სულერთია, რას ფიქრობენ სხვები.
პირველ რიგში, ყოველთვის ვინიშნავ კოლექტიურ შეცდომებს, რომლებიც ტაქტიკის საწინააღმდეგოდ ხდება. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია"."შემდეგ, ყოველთვის ვიწერ ინდივიდუალურ შეცდომებს, რა თქმა უნდა. ამით ყოველთვის მაქვს ლოგიკური ჩასაჭიდი, რომელთა საფუძველზე შემიძლია ფეხბურთელებს შესვენებაზე ვესაუბრო.
აი რატომ მიმაჩნია სია სასარგებლოდ - რამე მნიშვნელოვანის დავიწყების შანსი გარდაუვალია.
გარდა ამისა, ჩემს ბლოკნოტს მატჩის შემდეგი საუბრებისთვის ვიყენებ, რა თქმა უნდა, რათა სიაში მყოფები მატჩის შემდეგ ვარჯიშის დროს ერთად შევკრიბო.
თუ კალამს ქაღალდს არ შეახებ, რამე დაგავიწყდება".წყარო:
dailymail