თბილისი:
მანჩესტერი:
10-12-2015, 10:10
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2951,
კომენტარები: 6
"ფეხბურთელები რობოტებს დაემსგავსნენ"
"იუნაიტედის" ლეგენდა ფეხბურთელებს აკრიტიკებს.
როი კინმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელები კიდევ ერთხელ გააკრიტიკა, მათ რობოტები უწოდა და განაცხადა, რომ საკმარისად კარგები არ არიან კლუბში სათამაშოდ.

კინმა, პრემიერ ლიგის შვიდი ტიტულისა და სერ ალექს ფერგიუსონის გუნდის განუყოფელმა ნაწილმა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპიდან გუნდის გავარდნის შემდეგ ფეხბურთელებს სიტყვებით შეუტია.

"კატასტროფა, მათთვის კატასტროფაა ასეთი გოლების გაშვება.

"იუნაიტედს" ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს, ისინი თავიდან მოსაშორებელნი არ არიან, არ ვფიქრობ, რომ "იუნაიტედის" შესაფერისები არ არიან, მართლა არ ვფიქრობ. უბრალოდ მიმაჩნია, რომ ხარისხი აკლიათ.

გარდაქმნას ვადევნებთ თვალს, რომლის დროს ფულს ისვრიან, მაგრამ განსაკუთრებული მოთამაშეები არ მოჰყავთ. როცა "იუნაიტედზე" ფიქრობ, ავტომატურად უკავშირებ მათ ერთ ან ორ კარგ ფეხბურთელს, რომლებიც შემოქმედები იქნებიან. მათ ხასიათი აკლიათ, მათ ლიდერი აკლიათ.

უმრავლეს კრიტიკას თინეიჯერები იღებენ, ფეხბურთელები კი ამის უკან იმალებიან. ხალხი საუბრობს ტაქტიკასა და სისტემაზე, მაგრამ ფეხბურთელებიც შუაში არიან. გოლებს, რომლებიც სტანდარტული მდგომარეობებიდან გაუშვეს, საერთო არაფერი აქვთ ტაქტიკასა და სისტემასთან, ეს უბრალოდ შენი საქმის კეთებას ეხება.

თითქმის რობოტები არიან. ჩვენ ვსაუბრობთ ტაქტიკასა და სისტემაზე, ხანდახან კი სწრაფვა, მონდომება გჭირდება, "იუნაიტედის" ფეხბურთელები კი ხასიათის ნაკლებობას ავლენენ. კერიკი, კაცი, რომელიც საკუთარი თავის აჩრდილია, ჩაეჭიდე მას და არ გაუშვებთ.

კარგი, ვიცით, რომ მატჩების მოგება უყვართ, მაგრამ არა - წაება. ლიდერის ნაკლებობა, ტექნიკურად კარგი ფეხბურთელი ახლა რამდენიმე კლუბში შეიმჩნევა, მაგრამ გარდა ამისა მათ მონდომება სჭირდებათ.

"იუნაიტედის" საუკეთესო მოთამაშე ახლა არის მეკარე, რომელმაც სამი თუ ორი თვის წინა თითქმის დატოვა გუნდი. კარს მიმდგარი იყო".


"ფეხბურთელები რობოტებს დაემსგავსნენ"


"ვფიქრობ, მწვრთნელი ზედმეტ ქებას იღებს, როცა საქმე კარგად მიდის და ზედმეტ კრიტიკას, როცა ცუდად.

გუნდში კერიკის, შვაინშტაიგერისა და მეკარის სახით ბევრი გამოცდილი მოთამაშეა, რომელთაც საერთაშორისო დონეზე უთამაშიათ, მათი ვალია ახალგაზრდების დახმარება და როგორც ვთქვი, ფული, რომელიც მათ დახარჯეს, გაუმართლებელია.

ვფიქრობ, რუნი დანაკლისია, მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესო ფორმაში არ არის. ტრავმები კი თამაშის ნაწილია".


"ფეხბურთელები რობოტებს დაემსგავსნენ"


"იუნაიტედი" პრემიერ ლიგაში ლიდერს სამი ქულით ჩამორჩება, კინმა კი ვან გაალს იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობისკენ მოუწოდა.

"პროგრესი არის, ეჭვი არ არსებობს, კერძოდ კი ლიგაში ნაჩვენები შედეგის მიხედვით, მაგრამ ევროპაში არავითარი ნაბიჯი არ გადაუდგამთ წინ, რადგან არ მიუღიათ ის ფული უკან, რაც დახარჯეს.

ჩვენ კვლავ ვადევნებთ თვალს გარდაქმნას, ვინ გარდაქმნის მოთამაშეებს? მწვრთნელი? როგორც ვიცი, დევიდ მოიესი შეშფოთებული იყო, როცა კლუბში მივიდა.

ჩემი აზრით, "იუნაიტედში" კონკრეტული ხასიათი გჭირდება, კარგი ფეხბურთელებიც, მათ კი აკლიათ მოთამაშეები ისე, როგორც არაფერი".


წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
10 დეკემბერი 2015 10:32
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ესეც მე ვარ? მეთანხმება იმაში, რაც მატჩის მერე ვთქვი. ყველაფერს ლუის ვაბრალებთ და ფეხბურთელებს მეორე პლანზე ვწევთ, მაგრამ ბუნებრივია, მარტო ერთი კაცი ვერ იქნება დამნაშავე კოლექტიურ საქმიანობაში.

რობოტობას რაც შეეხება, ეს მთლიანად ლუის ბრალია. ვან გაალი ფეხბურთელებს უნარის წარმოჩენაში ზღუდავს. ამიტომ დაპროგრამებული სისტემასავით იქცევიან და ფიქრის ნაცვლად ინსტინქტით მოქმედებენ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: deqstera
10 დეკემბერი 2015 11:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 418
RojoDiablo
ლუის ბრალია ფეხბურთელები თავის შესაძლებლობებს რომ ვერაჩვენებენ, იმიტომ რომ ზღუდავს!! ერერა არგასოვთ სკამზე იმიტომ დასვა რომ ზედმეტს იღებ შენთავზეო!! თუ არდაკარგე ბურთი ისე შეტევას ვერისწავლი და უაზროდ ბურთის გორაობა თუ გინდა მაშინ ერერა-დეპაი-მარტიალი და მსგავსი ფეხბურთელები არგჭირდება!!

ლიდერი უნდა გუნდს და ეს შეეძლო დიმარიას(არმომწონდა მაგრამ მაინც), მაგრამ ჯერ შეზღუდა მერე გაუშვა, ანალოგიურად კარგად დაიწყო დეპაიმ მაგრამ იგივე მოუვიდა შეიზღუდა! ეხლა გადმოვიდა მარტიალი რომელიც ძალიან კარგი ფორვარდია და მართლა არცერთ ფორვარდში არგავცვლიდი მაგრამ მასაც ზღუდავს!! ანუ მწვრთნელის ბრალიც არის, იგივე რუნი თავის თამაშს რომ ვერაჩვენებს, მწვრთნელი იმისთვის არის რომ ფეხბურთელებს მოარგოს ტაქტიკა და არა ტაქტიკას ფეხბურთელები!!
0
№3
ავტორი: GeorgeBest
10 დეკემბერი 2015 15:44
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მათ ხასიათი აკლიათ, მათ ლიდერი აკლიათ


ამაზე მართალი არასდროს უთქვამს მგონი winked დაცვის ლიდერად სმოლინგი მოგვევლინა და შედეგი რომ დადო მგონი აშკარაა, გასაგებია რომ ჩააგდო დაცვამ ვლფსბურგთან, მაგრამ სეზონის დასაწყისში ესეთ თამაშს არავინ ელოდა. გუნდს ლიდერი, მოტივატორი სჭირდება მოედანზე, კარგი კაპიტანიც winked
0
№4
ავტორი: gilmour
10 დეკემბერი 2015 16:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
ვერაფერში შეედავები. როცა ფეხბურთლეს ასე მკაცრად სვამ ჩარჩოში მართლა რობოტდება. თუმცა თავის საქმესაც ვერ აკეთებენ, თითქოს პოზიციური შეცდომები არ უნდა დაუშვან ამ პირობებში, მაგრამ ეგეც ხშირია. ვარელას და ჯექსონს რა უნდა მოთხოვო და ისე როცა ძირითადის ხალხი გვყავს დაცვაში კარგადაც თამაშობენ, მთავარი პრობლემა მაინც წინაა, ყველა ისეა შეშინებული ბურთის დაკარგვაზე რომ გეგონება დახვრეტენ ამის გამო, ვერავინ ბედავს თავის თავზე თამაშის აღებას და შედეგიც სახეზეა, ყველაზე მეტი უკან პასი. ეს უფრო ბევრად დიდი სირცხვილია, ვიდრე დრიბლინგის დროს ბურთის დაკარგვა. იმედია სანამ დეპაი, მარსიალი და ლინგარდი ბოლომდე რობოტებად გადაიქცევიან, მანამდე გააგდებენ ამ კაცს გუნდიდან.
0
№5
ავტორი: AkkRed
10 დეკემბერი 2015 16:47
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ესეთი 2-3 კაცი გვჭირდება შტაბში და აშენებული ვიქნებით
0
№6
ავტორი: temo-scholes
11 დეკემბერი 2015 19:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
ზუსტად ისაა რასაც პოლი ყოველი კრიტიკისას ამბობს ხოლმე..... ზედმეტად ფრთხილები არიან!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top