გუშინ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში "ვოლფსბურგი" "მანჩესტერ იუნაიტედს" მასპინძლობდა, ვან გაალის გუნდს მხოლოდ მოგება აძლევდა ხელს, ამიტომაც "წითელი ეშმაკები" პირველივე წუთებიდანვე შეტევაზე გადავიდნენ და აქტიურ პრესინგს მიმართავდნენ, რამაც შედეგი მალევე გამოიღო. მე-10 წუთზე მატას გადაცემით მარსიალმა ისარგებლა და სტუმრები დააწინაურა. მასპინძლებმა წონასწორობის აღდგენა ზუსტად 4 წუთში მოახერხეს ნალდოს გოლის წყალობით. 29-ე წუთზე დრაქსლერის ბრწყინვალე თამაშის შემდეგ გოლის გატანა ვიეირინიამ მოახერხა და "იუნაიტედი" გამოუვალ სიტუაციაში ჩააგდო. სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს ჯესი ლინგარდის დარტყმის წყალობით, თუმცა მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.
ვან გაალის გუდმა წონასწორობის აღდგენა 82-ე წუთზე მოახერხა. ფელაინის აქატიურობას გუილავოჯის ავტო გოლი მოჰყვა. "ვოლფსბურგმა" კვლავ მოახერხა დაწინაურება, ნალდომ თავური დარტყმით დუბლი შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, 3-2. ვან გაალის გუნდი ჩემპიონთა ლიგას გამოემშვიდობა.