კარლო ანჩელოტიმ დაუფარავად აღიარა, რომ დაინტერესებულია "მანჩესტერ იუნაიტედის" გაწვრთნით. "მილანის", "ჩელსისა" და "რეალის" ყოფილმა მწვრთნელმა, რომელიც ამჟამად გრძელვადიან შესვენებაზეა, განაცხადა რომ მზადაა შემდეგი ზაფხულიდან სამუშაოს დაუბრუნდეს, თუმცა მეტის მოცდაც შეუძლია თუ ეს აუცილებელი იქნება.
"მე მოვიცდი. თუ მე ვერ ვიპოვი კლუბს საინტერესო პროექტით, შემიძლია ველოდო." - ციტირებს ანჩელოსტის სიტყვებს The Guardin. "რას გავაკეთებ მანამდე? ვუყურებ ფეხბურთს, ვითევზავებ და ასე შემდეგ."
"ვნახოთ რა მოხდება შემდეგ ზაფხულს. შუა სეზონში გუნდის ჩაბარებას არ დავთანხმდები, ზაფხულში კი სიამოვნებით დავუბრუნდები სამუშაოს."
"რა თქმა უნდა, ყველა მწვრთნელი ოცნებობს, რომ ოდესმე "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩაუდგეს სათავეში. მე მინდა შევუერთდე კლუბს, რომელსაც კარგი პროექტი აქვს და კონკურენტუნარიანია."
"პრემიერ ლიგა საუკეთესო ჩემპიონატია ატმოსფეროსა და ანტურაჟის მხრივ. აქ ასევე ძალიან მაღალი კონკურენციაა, ასე რომ სიამოვნებით დავბრუნდებოდი და ისევ შევიგრძნობდი ამ შესანიშნავ ატმოსფეროს."