"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელებმა "ფოლკსვაგენ არენაზე" ორშაბათს მატჩის წინა დღეს ივარჯიშეს.
ლუი ვან გაალმა 19-კაციანი გუნდი ხუთ ჯგუფად დაჰყო, მათ შორის ორი მეკარე, რომლებიც განცალკევებით ვარჯიშობდნენ. ფეხბურთელები პატარა სექციაში ვარჯიშობდნენ, სასტვენის შემდეგ კი სხვა ზონაში გადადიოდნენ.
როცა მოედნის ოთხ მეოთხედში როტაცია დასრულდა, ყველამ ცენტრალურ რგოლთან გადაინაცვლა და სხვადასხვა ვარჯიშები შეასრულეს.
შემდეგ მწვრთნელისა და მისი შტაბის თანდასწრებით სხვადასხვა ფეხბურთელებმა ინდივიდუალური აჩქარებები და გარბენები განახორციელეს.
სურათები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.