თბილისი:
მანჩესტერი:
9-12-2015, 20:08
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3965,
კომენტარები: 6
ფერგიუსონი გულშემატკივარს არ ეთანხმება
შოტლანდიელი ლეგენდა გულშემატკივართა აზრს ეწინააღმდეგება.
ფერგიუსონი გულშემატკივარს არ ეთანხმება
სერ ალექს ფერგიუსონმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ირგვლივ გავრცელებული ნეგატიური აზრები არ გაიზიარა და განაცხადა, რომ გუნდის ყურება სიამოვნებს.

"იუნაიტედმა" ბოლო 10 მატჩში მეშვიდედ ითამაშა ფრე - მათ შორის ხუთი მატჩი 0-0 დასრულდა - რის გამოც ლუი ვან გაალს სხვადასხვა ანალიტიკოსი და "იუნაიტედის" გულშემატკივრები აკრიტიკებენ.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყურება დიდებულია. ფანტასტიკური საფეხბურთო კლუბია. ყოველთვის რომანტიულად ვიყავი განწყობილი.

ყოველთვის ხდება რაღაც. როცა ვმარცხდებოდით, ჩემს ფეხბურთელებს ვეუბნებოდი "გაზეთების პირველი გვერდით როგორ ისიამოვნეთ?" წააგებდი მატჩს და პირველივე გვერდზე ჩანდი. მოიგებდი მატჩს და ალბათ, ბოლო გვერდზე.

მღელვარების მიზეზი არასდროს მქონია - მხოლოდ მაშინ, როცა "მანჩესტერ სიტის" ან "ლივერპულს" ვეთამაშებით! სიამოვნებას ვიღებ. შედეგის გამო თავის მოკვლას აზრი არ აქვს. უნდა გჯეროდეთ იმის, რასაც აკეთებენ. არა უშავს, პრობლემა არ მაქვს",
- განაცხადა სერ ალექსმა.

ფერგიუსონმა თავის წიგნში "ლიდერობა" აღნიშნა, რომ დევიდ მოიესი მეექვსე არჩევანი იყო მისი შემცვლელის პოსტზე, მანამდე კი პირველ ხუთ ადგილს პეპ გვარდიოლა, ჟოზე მოურინიო, კარლო ანჩელოტი, ვან გაალი და იურგენ კლოპი იკავებდნენ.

ოქტომბერში ფერგიუსონმა განაცხადა, რომ ღელავდა კლოპის "ლივერპულში" მისვლის ალბათობის გამო.

"ფანტასტიკური პიროვნებაა, თავისი თეთრი კბილებით, რომელსაც ყოველთვის აჩენს. მაშინაც კი, როცა "ნიუკასლთან" აგებდნენ და მეორე გოლი გაუშვეს, სტივ მაკლარენთან მივიდა და მიულოცა. ეს კლასია. ესეც და სამუშაოც, რომელიც "დორტმუნდში" გასწია".


ფერგიუსონი გულშემატკივარს არ ეთანხმება


"სამწვრთნელო სემინარებიდან ვიცნობ. ამ კლუბში თავისი პიროვნებით, მუხტითა და ცოდნით ცვლილებებს შეიტანს. იმას, რასაც იქ ელიან".

ფერგიუსონმა ასევე განაცხადა, რომ "იუნაიტედის" მწვრთნელის პოსტზე მუშაობისას დღეში ორჯერ უხდებოდა გამარჯვება.

"შაბათს ორჯერ უნდა გაიმარჯვო. უნდა მოიგო მატჩი და უნდა მოიგო პრესკონფერენცია. ზოგიერთი მწვრთნელი მარცხდება, რადგან გამოცდილება აკლიათ ან ემოციურები არიან.

თავის ხელში აყვანა უნდა შეგეძლოს. პრესკონფერენციამდე ხელ-პირს ვიბანდი. ხანდახან იძულებული ხარ, პრესკონფერენციაზე დაუყოვნებლივ შეხვიდე და სწრაფად უნდა იფიქრო, რათა თავი გაართვა. მნიშვნელოვანი ნაწილია.

შენს გულშემატკივარს შეტყობინება უნდა გაუგზავნო, რადგან ისინი გიყურებენ. მათ სურთ თავიანთი მწვრთნელი ნახონ პოზიტიური განწყობით და არა, როგორც დამარცხებული ადამიანი.

ხანდახან აღმოაჩენ მწვრთნელს, რომელიც გუნდის თამაშის რაობისა და წაგების მიზეზის შესახებ რამდენიმე რთული შეკითხვის შემდეგ მარცხდება.

როცა რთულ კითხვას მისვამდნენ, ვაფლს ვკბეჩდი, რათა დავრწმუნებულიყავი, რომ ჩემი ნაფიქრი სწორი იყო. პრესა მუჭაში უნდა მოიქციო. ეს მნიშვნელოვანი ნაწილია".


წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
9 დეკემბერი 2015 20:11
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მოიესი მეექვსე არჩევანი თუ იყო ეხლა მესმის ფერგისი. გუარდიოლა იყო ამის ფავორიტი ალბათ მაგრამ არ გამოვიდა

კლოპის მოყვანას რო ლივერ*** დაგასწრებს აი მანდ გერხევა. ორივე დიდი გამოწვევა იყო კლოპისთვის და უნდა ეჩალიჩათ. აქეთ ფერგის მემკვიდრედ ყოფნა და იქით ლივერპულის დიდების დაბრუნება. ეჭვი არ მეპარება რომ ორივე გამოუვიდოდა
0
№2
ავტორი: RojoDiablo
9 დეკემბერი 2015 20:57
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
მანჩესტერ იუნაიტედის" ყურება დიდებულია.


შენ რაღა მოგივიდა, ფერგი?

გვჯერა იმის, რასაც აკეთებს, მაგრამ ხალხს შედეგის არ ქონის ფონზე ეჭვი უჩნდება და როგორ გინდა ამაში გასაკვირი იპოვო რამე.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: love united
9 დეკემბერი 2015 22:47
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ამ პრემიერ ლიგას ფერგიუსონი ნორვიჩი ან რამე მასეთი ცენზურაობა გუნდით 20 ქულიანი ატრივით დადებდა :დ
0
№4
ავტორი: Best 7
9 დეკემბერი 2015 23:45
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Fergi padderzhkas adzlevs axla van gaals tore tvitonac ar xedavs ras vtamashobt
0
№5
ავტორი: dachi_mu
10 დეკემბერი 2015 06:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
ნუ ეს მხარდაჭერა არაა უფრო კოლეგას თავს ლაფი არ დაასხა რა.... თორემ ეხლა ბაბუს რო ეთქვა რო გასაშვებიაო..ერთ დღეს ააღარ გააჭაჭანებენ ამ ღაბაბას მანდ,..მარა სავარაუდოდ ისეც არ გააჭაჭანებენ წლის ბოლოს.. 6 მწვრთვნელში არ შეიყვანა..მეტი რა გითხრათ კაცმა? მოიესი არჩია ხო? მეტი რაღა უნდა თქვას
0
№6
ავტორი: AkkRed
10 დეკემბერი 2015 16:18
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,

იცის რომ გუნდის გულშემატკივრების უმეტესობა მისი ზემოქმედების ქვეშაა და მოინდომა რომ დაეფარა ის კრიტიკა რაც ვან გაალზე მიდის იმისთვის რომ ღაბაბას დიდი ტვირთვი არ ეტარებინა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top