თბილისი:
მანჩესტერი:
7-12-2015, 20:11
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1898,
კომენტარები: 6
"ვოლფსბურგი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)
ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტი მატჩის პრევიუ.
"ვოლფსბურგი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


სტადიონი: "ფოლკსვაგენ არენა", ვოლფსბურგი
მონაცემი: ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. მე-6 ტური
თარიღი: სამშაბათი, 8 დეკემბერი, 2015 წელი
მთავარი მსაჯი: მიროლად მაჟიჩი(სერბეთი)
მატჩის დასაწყისი: 23:45, (ჩვენი დროით)

"ვოლფსბურგი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"ვოლფსბურგი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"ვოლფსბურგი"

ტრავმირებულები: კნოხი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: როდრიგესი, გუსტავო
განაცხადი:


"ვოლფსბურგი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: შოუ, ვალენსია, ერერა, რუნი, შნეიდერლინი, როხო, ჯონსი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი: De Gea, Romero; McNair, Smalling, Varela, Borthwick-Jackson, Blind, Darmian; Schweinsteiger, Carrick, Goss, Powell, Young, Lingard, Pereira,Mata; Depay, Fellaini, Martial.

ლუი ვან გაალმა გერმანიაში 19 ფეხბურთელი წაიყვანა. ინგლისში დარჩა გუნდის კაპიტანი უეინ რუნი და მორგან შნეიდერლინი, რომელმაც ბოლო მატჩში მიიღო დაზიანება. გუნდთან ერთად არ წასულან მარკოს როხო, ანდერ ერერა, ფილ ჯონსი, ლუკ შოუ და ანტონიო ვალენსიაც. რაც შეეხება პედი მაკნეირს, რომელიც "ვესტ ჰემთან" მატჩში ტრავმის გამო შეცვალეს, გუნდის განაცხადშია, ისევე როგორც, გილერმო ვარელა, რომელმაც ჩრდილოირლანდიელი შაბათს შეცვალა.


ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურის მატჩში მონაწილე გუნდებისთვის, "ვოლფსბურგისა" და "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" ამ მატჩში ბევრი რამ გადაწყდება. ორივე გუნდს აქვს პლეი-ოფში გასვლის შანსი და ამასთან ერთად პირველ ადგილზე გასვლის შანსიც.

B ჯგუფის ლიდერ "ვოლფსბურგს" მანამდე არასდროს გადაულახავს ჯგუფური ეტაპის ბარიერი, ფრე კი ასეთ შედეგს მისცემს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" მეორე ადგილზე იმყოფება და მორიგ მეტოქეს მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება, პლეი-ოფში გასვლის გარანტიისთვის კი მხოლოდ გამარჯვება სჭირდება. "იუნაიტედი" მომდევნო ეტაპზე იმ შემთხვევაშიც გავა, თუ პსვ-სა და ცსკა-ს შორის მატჩი მასპინძელთა მარცხით დასრულდება, ან ჯგუფის ორივე შეხვედრაში ფრე დაფიქსირდება.

წინა შეხვედრები


ამ გუნდების ბოლო შეხვედრა "ვოლფსბურგის" მოედანზე ზუსტად 6 წლის წინ 2009 წელს შედგა და "იუნაიტედმა" მაშინ მაიკლ ოუენის ჰეთ-ტრიკის წყალობით 1-3 იმარჯვა. ედინ ჯეკომ 56-ე წუთზე "ვოლფსბურგის" შემადგენლობაში გაიტანა გოლი, თუმცა ეს გუნდს მესამე მარცხისგან თავის არიდებაში ვერ დაეხმარა, ხოლო "იუნაიტედმა", რომელიც იმ დროს უკვე გასული იყო ჯგუფიდან, პირველი ადგილი დაიკავა.

იმ შეხვედრაში გუნდების შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა:

ცსკა: ბენალიო, რიტერი, კოსტა, ბარზალი, შეფერი, ჟოზუე, ჰასებე (ზიანი 72), გენტნერი, მისიმოვიჩი, ჯეკო, გრაფიტე (დეჟაგა 73).

მანჩესტერ იუნაიტედი: კუშჩაკი, ფლეთჩერი, კერიკი, ევრა, სქოულზი, ანდერსონი, პარკი, გიბსონი, ნანი (ვალენსია 74), ოუენი, უელბეკი (ობერტანი 74).

უფრო ადრე "იუნაიტედმა" "ვოლფსბურგი" "ოლდ ტრაფორდზე" 2-1 დაამარცხა, როცა ჯეკოს მიერ 56-ე წუთზე გატანილ გოლს რაიან გიგზმა (59) და მაიკლ კერიკმა (78) უპასუხეს.


ფაქტები გუნდების შესახებ


"ვოლფსბურგი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"ვოლფსბურგი"


"ვოლფსბურგი" ეცდება "მანჩესტერ იუნაიტედთან" სექტემბერში დამარცხების გამო რევანში აიღოს. სტუმრების მიერ მეოთხე წუთზე გატანილი გოლი ხუან მატას 11-მეტრიანისა და კრის სმოლინგის მიერ გატანილი გოლის წყალობით გერმანელებს გამარჯვებაში ვერ დაეხმარა.

დიტერ ჰეკინგის შეგირდები მოსკოვში ცსკა-ს წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვების შემდეგ პირველ ადგილზე გადავიდნენ და ახლა საშინაო არენაზე ეცდებიან წაუგებელი სერიის გაგრძელებას, რამეთუ წინა ორ საშინაო მატჩში არც დამარცხებულან და არც გოლი გაუშვიათ.

დიეგო ბენალიო და მარსელ შეფერი ინგლისური გუნდის წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩში იღებდნენ მონაწილეობას, როცა 2008-09 წლების უეფა-ს თასის ჯგუფურ ეტაპზე "პორტსმუთს" სახლში 3-2 სძლიეს. მას შემდეგ "ვოლფსბურგი" პრემიერ ლიგის გუნდების წინააღმდეგ ჩატარებულ ბოლო 7 მატჩში მარცხდება.

"ვოლფსბურგის" ბოლო შეხვედრა ინგლისური გუნდის წინააღმდეგ გასულ სეზონში "ევერტონთან" 2-0 წაგებით დასრულდა.

"ვოლფსბურგი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


"მანჩესტერ იუნაიტედმა" პსვ-სთან მატჩში ჯგუფიდან გასვლის შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა.

"ოლდ ტრაფორდის" მკვიდრმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპიდან გასვლა ბოლოს 2011/12 წლების სეზონში ვერ მოახერხა, როცა "ბაზელთან" გასვლაზე მე-6 ტურში 2-1 დამარცხდა. 2011 წლის 7 დეკემბერს გამართულ იმ მატჩში დღევანდელი შემადგენლობიდან დავიდ დე ხეა, ფილ ჯონსი, კრის სმოლინგი, უეინ რუნი და ეშლი იანგი თამაშობდნენ.

პსვ-სთან დამარცხებისა და ცსკა-სთან ფრის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედი" გასვლაზე პირველი გამარჯვების მოპოვებას ეცდება. თუმცა საკვალიფიკაციო რაუნდში "ბრიუგე" 0-4 დაამარცხა.

"იუნაიტედის" მატჩების სტატისტიკა გერმანიაში ასეთია: 5 მოგება, 4 ფრე, 5 წაგება.

ჩემპიონთა ლიგის სამგზის გამარჯვებული გერმანიაში ბოლოს თამაშის შემდეგ ტურნირს გამოეთიშა, როცა მეოთხედფინალურ ეტაპზე "ბაიერნთან" 2013/14 წლების სეზონში 3-1 დამარცხდა. მაშინ მასპინძელთა შემადგენლობაში "ვოლფსბურგის" ამჟამინდელი მცველი დანტე თამაშობდა. იმავე სეზონში ცოტათი ადრე "იუნაიტედმა" გასვლაზე ლევერკუზენის "ბაიერი" 0-5 გაანადგურა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ყველაზე დიდი ანგარიშით გაიმარჯვა.

კავშირი გუნდებს შორის


"ბაიერნის" მწვრთნელის რანგში ლუი ვან გაალმა 2009-11 წლებში "ვოლფსბურგის" წინააღმდეგ ოთხი მატჩი ჩაატარა და სამი მათგანი მოიგო.

"ბარსელონას" მწვრთნელის რანგში 1998 წელს ლუი ვან გაალმა უეფას სუპერ თასი მოიგო დორტმუნდის "ბორუსიას" წინააღმდეგ ორი მატჩის ჯამში 3-1 გამარჯვებით.

ჰოლანდიელის მაჩვენებელი ევროთასებზე გერმანული კლუბების წინააღმდეგ ასეთია: 10 მოგება, 4 ფრე, 4 წაგება (7 მოგება, 11 ფრე, 0 წაგება "აიაქსთან" ერთად).

ფეხბურთელის რანგში ლუი ვან გაალი ევროთასებზე ბოლოს 1985-86 წლებში მონაწილეობდა. მაშინ უეფა-ს თასის პირველ რაუნდში მისმა როტერდამის "სპარტამ" ორი მატჩის ჯამში "ჰამბურგის" დამარცხება ვერ შეძლო (2-0 და 0-2) და ძლიერი მხოლოდ პენალტების სერიაში აღმოჩნდა 3-2. მეორე რაუნდში კი მიუნხენგლადბახის "ბორუსიას" წინააღმდეგ საერთო ჯამში 6-2 დამარცხდა (1-1 და 5-1).

დანტე "ბაიერნის" შემადგენლობაში თამაშობდა მეოთხედფინალურ საპასუხო შეხვედრა 2013/14 წლების სეზონში, როცა გერმანულმა კლუბმა 3-1 იმარჯვა.

დრაქსლერი "შალკეს" შემადგენლობაში ორჯერ დამარცხდა "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ 2010/11 წლების სეზონში - 0-2 და 1-4.

"ბაიერნის" ფეხბურთელის რანგში (2002-15) ბასტიან შვაინშტაიგერმა "ვოლფსბურგის" წინააღმდეგ 23 მატჩი ჩაატარა და მათში 6 გოლი გაიტანა (16 მოგება, 3 ფრე, 4 წაგება).

უეინ რუნიმ ინგლისის ნაკრებში თავისი რეკორდული 50-ე გოლი 2015 წლის 8 სექტემბერს გაიტანა შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ, რომელთა რიგებში "ვოლფსბურგის" ორი ფეხბურთელი, ტიმ კლოზე და როდრიგესი თამაშობენ.

ვიეირინია პორტუგალიის ნაკრების რიგებში მიმდინარე წელს ორჯერ დამარცხდა ერთნაირი ანგარიშებით 1-0 მატეო დარმიანის იტალიის ნაკრების წინააღმდეგ ივნისში და მორგან შნეიდერლინის საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ სექტემბერში.

სერხიო რომერო და მარკოს როხო არგენტინის ნაკრების რიგებში 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დამარცხდნენ გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ, რომლის რიგებში ანდრე შიურლე ასპარეზობს.

შიურლემ ორი მატჩი ჩაატარა "ოლდ ტრაფორდზე" "ჩელსის" ფეხბურთელის რანგში და ორივე მატჩი ფრედ დასრულდა.

"ვოლფსბურგის" ფორვარდმა, ნიკლას ბენდტნერმა "არსენალისა" და "სანდერლენდის" შემადგენლობაში 10 მატჩი ჩაატარა "იუნაიტედის" წინააღმდეგ და ვერც ერთხელ მოახერხა გოლის გატანა (1 მოგება, 1 ფრე, 8 წაგება). ამ კლუბების შემადგენლობაში კი არასდროს უმარჯვია "ოლდ ტრაფორდზე" (0 მოგება, 1 ფრე, 6 წაგება).

შვაინშტაიგერი და დანტე ერთად თამაშობდნენ "ბაიერნში" (2012/15).

შვაინშტაიგერი და შიურლე გერმანიის ნაკრებში პარტნიორები არიან.

მარსიალი, შნეიდერლინი და გილიავოგი ერთად წარმოადგენენ საფრანგეთის ნაკრებს.

ბლინდი, დეპაი და ბასტ დოსტი ჰოლანდიის ნაკრების რიგებში თამაშობენ ერთად

გუნდების უკანაკსნელი შედეგები თავიანთი ქვეყნების ჩემპიონატებში:

05.12.2015."ვოლფსბურგი" 1-2 "ბორუსია დორტმუნდი" (როდრიგესი 90'', - როისი 32', კაგავა 90).

"ვოლფსბურგი": ბენალიო, ვიეირინია, ნალდო, კლოზე, როდრიგესი, კალიჯური (ტრეში 57), გილავოგი (დოსტი 46), არნოლდი, დრაქსლერი, შიურლე, კრუზე.

მდგომარეობა ჩემპიონატში: მე-5 ადგილი, 25 ქულა.

05.12.2015. "მანჩესტერ იუნაიტედი" 0-0 "ვესტ ჰემი"

მანჩესტერ იუნაიტედი: დე ხეა, მაკნეირი (ვარელა 46), სმოლინგი, დარმიანი, ბლინდი, შნეიდერლინი (კერიკი 44), შვაინშტაიგერი (დეპაი 73), ფელაინი, მატა, ლინგარდი, მარსიალი.

მდგომარეობა ჩემპიონატში: მე-4 ადგილი, 29 ქულა.

გუნდების სტატისტიკა ტურნირზე


"ვოლფსბურგი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)
მატჩის წინ
6 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
7 დეკემბერი 2015 20:24
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ყველა ერთხმად ვთანხმდებით იმაზე, რომ პსვ-ს წაგების ვარიანტს არც კი განვიხილავთ, რამეთუ უმოტივაციო ცსკა მოტივირებულზე უარესი გუნდია და ცსკა ზოგადად გასვლაზე საშინელია.

ჩვენ ჩვენი მატჩი გვაქვს მოსაგები, რომელიც ყველაფერს წყვეტს და ჯგუფიდან გასვლის გარდა თავად ამ გასვლის დამსახურებასაც. თუკი გვინდა მომდევნო ეტაპზე თამაში, ჩვენ თვითონ უნდა გავიდეთ და არა გაგვიყვანონ.

საკადრო პრობლემები გვაქვს, მაგრამ არა ისეთი, რომელთა აღმოფხვრას ვერ მოვახერხებთ. დაცვის ფლანგები უფრო დიდი პრობლემაა ჩვენთვის, ვიდრე შეტევა და ნახევარდაცვა. ვოლფსბურგს სწრაფი ფეხბურთელები ჰყავს და ჩვენს შეცდომებს გამოიყენებენ. კომბინაციური თამაში კარგად გამოსდით, მაგრამ დაცვა მათი სუსტი წერტილია. თუ ვინმე ზოგადა არ მეთანხმება ამ აზრში, დორტმუნდთან მატჩი ნახონ და მიხვდებიან, როგორ შეიძლება ამ გუნდის დაცვის გარღვევა. არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ ფრეზე ითამაშებენ, ისინი ბუნებრივად მოირგებენ მეორე გუნდის როლს და ააწყობენ თამაშს კონტრშეტევაზე.

ჩვენი ბედი ჩვენს ხელშია და ეს არის მთავარი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: GeorgeBest
7 დეკემბერი 2015 21:06
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
თუ ვერ მოახერხებენ მოგებას იმედია პსვ-ს ხარჯზე არ გავა გუნდი, ამას ბევრად ჯობია ჩარჩნენ ჯგუფში. ესეთი ჯგუფიდან რო სხვისი დახმარებით და ესეტი თამაშებით გახვალ მინიმუმ უნდა ტეხავდეს
0
№3
ავტორი: Jorbe-Jorbe
7 დეკემბერი 2015 22:11
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
ველოდები, რო იქნება სვარკა თამაში და იქნებ გაგვიმართლოს და გავიდეთ
0
№4
ავტორი: Malboro463
7 დეკემბერი 2015 22:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5850
დორტმუნდს ყავდა ხალხი და არღვევდა ესენი არაფრის მაქნისები არიან. 4 - 5-1 ით თამასი აჯობებს ყველა თავის პოზიციაზე. მე მაინ მგონია რომ ჩარჩებიან ჯგუფში
0
№5
ავტორი: rezikoo
8 დეკემბერი 2015 00:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
ხვალ უნდა გაგვიმართლოს მაგრად რო გავიდეთ. არანაირ კარგ თამაშს და დამსახურებულ მოგებას არ ველოდები. იმედია გაგვიმართლებს.

მე არ მესმის იმ ხალხის ვინც ამბობს რო აი ეს : ფელაინი , კინგარდი , დარმიანი , როხო მოხოები და ვიგაცეეები კარგად ტამაშობენ. რო აქტიურობს ფეხბურთელი მარტო ''აქტიურობს'' ეგეთი ფეხბურთელები უნდა ტამშობდნენ ასტონვილაში, ბონმუთში , ესპანიოლში, ჰანოვერში და ა.შ. ეს არის მანჩესტერი და არა ვიგაცაა სოფლიდან მოსული გუნდი და ისეთი იგროკები უნდა გვყავდეს რომლებიც ლამაზ გოლებს გაიტანენ 3-4-5 თამაშს თავისი ტრაKით მოიგებენ იმენა და არა ის რო აი იაქტიურა რა და 0-0 დამთავრდა. სანამ ეგეთ ფეხბურთელებს არ ვიყიდით არაფერი გვეშველება. და ხოო. ამ რუნის ვაფშე რა უნდა ?
0
№6
ავტორი: ikex
9 დეკემბერი 2015 01:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 31
გააგდო ეგ კვერცხისთავა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top