მორგან შნეიდერლინმა განაცხადა, რომ მომავალ მატჩს "ვოლფსბურგთან" ის და მისი პარტნიორები ფინალად აღიქვამენ.
"რთული მატჩი გველის, მაგრამ დარწმუნებულები ვართ, რომ შევძლებთ მის მოგებას. ჩვენ მოვუგეთ მათ სახლში და ეს უნდა გავაკეთოთ ახლა გასვლაზე. ყურადღება არ უნდა მივაქციოთ იმას, თუ როგორ ითამაშებენ პარალელურ მატჩს ცსკა და პსვ. ყველაფერი ჩვენს ხელშია. ყველას უნდა, რომ გავიდეთ ტურნირის შემდეგ სტადიაზე, ამიტომ შემდეგი მატჩი ჩვენთვის ფინალის მსგავსია",-ციტირებს მორგან შნეიდერლინის სიტყვებს manutd.com-ი.
"ტურნირის ჯგუფური ეტაპი ძალიან საინტერესოა, თქვენ გიწევთ იქონიოთ საქმე სხვადასხვა ქვეყნის გუნდებთან, განსხვავებული სათამაშო სტილით. მაგრამ, ყველაზე მთავარი ბრძოლა იწყება პლეი-ოფის სტადიის დროს, რომელშიც გადიან საუკეთესო ევროპის გუნდები. რა თქმა უნდა, "მანჩესტერ იუნაიტედი" ვალდებულია იყოს მათ რიცხვში. ჩვენ ნამდვილად გვსურს საუკეთესოებს დავუპირისპირდეთ".