7-12-2015, 23:30
ნანახია: 2613,
კომენტარები: 5
შვაინშტაიგერს დისკვალიფიკაცია ემუქრება
გერმანელს ვერდიქტს გამოუტანენ.
საფეხბურთო ასოციაციამ თავის ვებ-გვერდზე ორშაბათს საღამოს "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველის, ბასტიან შვაინშტაიგერისადმი ბრალის წაყენება დაადასტურა.
გერმანელმა ნახევარმცველმა ნახევარმცველმა მატჩის მიმდინარეობისას უხეშობა გამოავლინა, რაც შეუმჩნეველი დარჩა მთავარ მსაჯს, მაგრამ ვიდეომ დააფიქსირა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელმა "ვესტ ჰემის" მოთამაშე უინსტონ რიდს შაბათს გამართული შეხვედრის მე-40 წუთზე იდაყვი ჩაარტყა.
შემთხვევა სამმა მსაჯმა ცალ-ცალკე დამოუკიდებლად განიხილა და თითოეულმა მათგანმა დააფიქსირა, რომ მოცემულ მომენტში ფეხბურთელი უნდა გაეძევებინათ.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში შვაინშტაიგერს სტანდარტული სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება.
ბასტიანს 10 დეკემბრამდე საშუალება აქვს, გამოტანილი გადაწყვეტილება გაასაჩივროს.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.