გერმანიაში "იუნაიტედის" 19 ფეხბურთელი ჩავიდა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჩემპიონთა ლიგის ხვალინდელი მატჩისთვის გერმანიაში 19 ფეხბურთელი წაიყვანა.
კაპიტანმა უეინ რუნიმ "ვესტ ჰემთან" მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა და ვერც გერმანიაში ითამაშებს, ხოლო მორგან შნეიდერლინი გუნდთან ერთად არ გამგზავრებულა, რადგან "ჩაქუჩებთან" მატჩში მასაც აღმოაჩნდა ტრავმა. მარკოს როხო, ლუკ შოუ, ანტონიო ვალენსია და ანდერ ერერა კვლავ ხელმიუწვდომელნი არიან.
პედი მაკნეირი გუნდთან ერთად არის მიუხედავად აღნიშნულ მატჩში შეცვლისა.
ხანგრძლივი ტრავმის მოშუშების შემდეგ პირველ გუნდთან ერთად პირველად არის ნიკ პაუელი, რომელსაც შონ გოსი და კამერონ-ბორტუიკ ჯექსონი შეუერთდნენ.
გუნდის განაცხადა: David De Gea, Sergio Romero; Paddy McNair, Chris Smalling, Guillermo Varela, Cameron Borthwick-Jackson, Daley Blind, Matteo Darmian; Bastian Schweinsteiger, Michael Carrick, Sean Goss, Nick Powell, Ashley Young, Jesse Lingard, Andreas Pereira, Juan Mata; Memphis Depay, Marouane Fellaini, Anthony Martial.