"და რა უნდა განიხილო". "ვესტ ჰემთან" მატჩის ტაქტიკური განხილვა
"იუნაიტედის" მორიგი უგოლო მატჩის ტაქტიკური ანალიზი.
პროლოგის ნაცვლად2006 წელს გაზეთმა The Sun გამოაქვეყნა ერიკ კანტონას განცხადება იმის შესახებ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" "საკუთარი სული დაკარგა", ამჟამინდელი შემადგენლობა კი "ცხვრების ფარაა". "ოლდ ტრაფორდის" ლეგენდა კაშკაშა ვარსკვლავებისა და შოუ-მენების დროს იხსენებს, როგორიც მაგალითად ჯორჯ ბესტი იყო და დაიჩივლა, რომ ეს დრო წავიდა, "წითელი ეშმაკები" კი თავიანთი სათამაშო სტილის ღალატში დაადანაშაულა და შედეგზე ორიენტირებული მოსაწყენი ფეხბურთის თამაშში ამხილა.შემადგენლობა და განლაგება"ლესტერთან" მატჩის შემდეგ ვან გაალმა სამი ცვლილება განახორციელა. კერიკის, იანგისა და ტრავმირებული რუნის ნაცვლად შნეიდერლინი, ლინგარდი და ფელაინი გამოვიდნენ.
ვან გაალი ოთხმცველიან ტაქტიკას დაუბრუნდა მას შემდეგ, რაც 3-5-2 სქემის ექსპერიმენტი ჩაატარა ნაწილობრივ ტრავმების ეპიდემიის გამო, ნაწილობრივ, როგორც მე მგონია, ორი თავდამსხმელით თამაშის ვარიანტის გამო, რითაც შეტევის გარდაქმნა სურდა. მცდელობა წარუმატებელი გამოდგა, დაცვამ სიმყარე დაკარგა და ფლანგებთან დაკავშირებული ძველი პრობლემა გამოავლინა.
"ვესტ ჰემთან" მატჩში 4-2-3-1 ტაქტიკა ვიხილეთ, რომლითაც "იუნაიტედი" სეზონის დაწყებისას თამაშობდა. ასეთი განლაგების მიღებისთვის დარმიანი მარცხენა ფლანგზე გადავიდა, მაკნეირის შესაცვლელად კი ახალგაზრდული შემადგენლობიდან გილერმო ვარელა გამოჩნდა.
საყრდენ ზონას შვანიშტაიგერი-შნეიდერლინის უკვე ნაცნობი წყვილი წარმოადგენდა. შეტევაში კი ფეხბურთელები შემდეგნაირად განლაგდნენ: ფელაინი თავდამსხმელის უკან, ათიანის პოზიციაზე, მარცხნივ ლინგარდი, მარჯვნივ მატა, მარსიალი ცენტრალურ თავდამსხმელად.
პირველი ტაიმი"ჩემი აზრით, კმაყოფილები უნდა ვიყოთ "მანჩესტერ იუნაიტედის" შესრულებით მეორე ტაიმში. ასევე ვდომინირებდით შეხვედრის პირველ მეოთხედში, ვქმნიდით მომენტებს, მაგრამ ვერ ვიყენებდით. ეს ფეხბურთია. გატანა უნდა შეძლო, თორემ ვერ გაიმარჯვებ" - ლუი ვან გაალი მატჩის შემდეგ.
უნდა ვაღიაროთ, რომ "იუნაიტედმა" მატჩის პირველი მეოთხედი ძალიან კარგად ჩაატარა, მოწინააღმდეგის მოედანზე აქტიურად მოქმედებდა და დავიწყებულ კონტრშეტევებს აწარმოებდა. ამ მონაკვეთში "იუნაიტედის" ფეხბურთელებმა სამი მომენტი შექმნეს, რომელთა გოლად გარდასახვა შეიძლებოდა და დაუშვეს ერთი უხეში შეცდომა.
მე-5 წუთი"მანჩესტერ იუნაიტედის" პირველი სახიფათო შეტევა დეილი ბლინდმა გრძელი გადაცემით დაიწყო. "ვესტ ჰემის" ორი ფეხბურთელისთვის გვერდის ავლის შემდეგ მარუან ფელაინიმ მოწინააღმდეგის საჯარიმოს სიახლოვიდან დარტყმა გადაწყვიტა. ახლო დაკვირვებით ეს გადაწყვეტილება მეტია, ვიდრე უბრალოდ უცნაურობა. შეტევას თავიანთი პოზიციებიდან ლინგარდი და მატა უჭერდნენ მხარს, თან ფელაინი მათ კარგად ხედავდა (ყოველ შემთხვევაში ლინგარდს). ჯესი სრულიად სამართლიანად შლის ხელებს, პასს იმსახურებდა.
მატასაც ვერაფერი გაუგია. მარუანს შეეძლო საჯარიმოს გასწვრივ რამდენიმე ნაბიჯი გაეკეთებინა (მარსიალის დამსახურებაა თავისი დავარდნით მცველების დაბლოკვა) და ხუანისთვის მიეცა პასი. მშრალ სტატისტიკურ მონაცემში ჩაიწერება შორეული დარტყმა კარისკენ, რომელიც ასცდა.
მე-7 წუთი"ვესტ ჰემის" მოთამაშის მიერ საჯარიმოს ჩაწოდების შემდეგ დე ხეა ბურთს იგერიებს, "იუნაიტედი" კი მწვავე შეტევას ახორციელებს. დარმიანს მრავალრიცხოვან ადრესატთაგან ერთ-ერთისთვის ზუსტი პასის მიწოდებაღა დარჩენოდა. საუკეთესო პოზიციაზე იმყოფებოდნენ მატა და შვაინშტაიგერი. მარსიალიც არ იყო ყველაზე უარეს მდგომარეობაში ამ გაურკვევლობის დროს.
ჯესი და ბასტიანი წარუმატებლად ასრულებდნენ "ტიტანიკის" მთავარი გმირის როლს... მატეო მათ უარყოფდა
მშრალ სტატისტიკურ მონაცემში ჩაიწერება არაზუსტი ჩაწოდება მარცხენა ფლანგიდან.
მე-9 წუთიმაკნეირის ჩაწოდების შემდეგ ფელაინი ურტყამს კარში. დარტყმის შემდეგ ბურთი თავზე მოხვდა უინსტონ რიდს, თუმცა მსაჯმა კუთხური არ დანიშნა.
მე-11 წუთიდეილი ბლინდის პირადი შეცდომა, რომელმაც ვიქტორ მოზესი დე ხეასთან ერთი-ერთზე გაიყვანა. "იუნაიტედის" მეკარემ გუნდი იხსნა.
მე-15 წუთილინგარდის ჩაწოდება, ფელაინის შესანიშნავი პასი და მარსიალის დარტყმა. სწორედ ასეთ კომბინაციას უნდა გამოეწვია გოლი მე-15 წუთზე, მაგრამ უინსტონ რიდმა დარტყმა დაბლოკა. "იუნაიტედმა" კუთხური გამოიმუშავა.
მას შემდეგ, რაც კუთხურებს დეილი ბლინდი აწვდის, "იუნაიტედმა" სერიოზული იარაღი მიიღო. ერთ-ერთმა ასეთმა ჩაწოდებამ ფლანგზე მორგან შნეიდერლინი მარტო დატოვა. ბურთის მიღების შემდეგ მხოლოდ ზუსტი პასის გაკეთება იყო საჭირო. მარსიალისთვის დაბალი და მატასა და სმოლინგისთვის მაღალი პასების ვარიანტიდან ფრანგმა მაღალი გადაცემა ამჯობინა, მაგრამ ძლიერ არაზუსტი გამოუვიდა.
***
ყოველი ეს მოვლენა მატჩის პირველ მეოთხედში მოხდა. "იუნაიტედს" რამდენიმე მართლაც სახიფათო მომენტი ჰქონდა, უმეტესობა მათგანი ერთ პრობლემას აერთიანებს: ცუდი ბოლო პასი. არასწორად მიღებული გადაწყვეტილებები და ცუდი შესრულება მრავალი გამოუყენებელი მომენტის საფუძველი გახდა.
მრავალი მატჩის განმავლობაში ვან გაალის გუნდის აქილევსის ქუსლს პასის კულტურა წარმოადგენს. ეს ეხება არა მარტო დასრულებით სტადიას, არამედ თამაშის ყოველ ასპექტს. იქნება ეს მოედნის ცენტრში პასები თუ არაზუსტი გადაცემა, რომელსაც ერთი-ერთზე გაყვანა შეუძლია. და თუ მიუცემელ პასს გავამართლებთ იმით, რომ ფეხბურთელმა პარტნიორი ვერ შეამჩნია, რაც მის კლასზე მეტყველებს, არაზუსტად გაკეთებული პასის გამართლება რთულია.
22-ე წუთიკიდევ ერთ ინდივიდუალურ შეცდომას ბურთის ძელზე მოხვედრა მოჰყვა. ჩაუფიქრებელი პასის შემდეგ დავიდ დე ხეამ ბურთი ვერ დაიჭირა და რიკოშეტების შემდეგ ძელს მოხვდა.
უნდა აღინიშნოს კრის სმოლინგი, რომელმაც ბოლო მომენტში შეუშალა "ვესტ ჰემის" თავდამსხმელს.
23-ე წუთიიმავე ძელმა იხსნა "იუნაიტედი" ერთი წუთის შემდეგ. კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ ჩვენმა ძველმა ნაცნობმა უინსტონ რიდმა შნეიდერლინს სძლია და კარში დაარტყა. "იუნაიტედის" ფეხბურთელები პოზიციურად სწორად იცავდნენ თავს, ყოველი მოთამაშე ჩაკეტილი იყო. მოცემულ მომენტში რიდი უბრალოდ უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე შნეიდერლინი.
***
პირველი ტაიმის მეორე ნახევარმა მშვიდად ჩაიარა, გამამწვავებელი მომენტების გარეშე.
მეორე ტაიმიშეხვედრის მეორე ნაწილში "ვესტ ჰემმა" პირველად მოახერხა დაცვის ხაზის გარღვევა ინდივიდუალური შეცდომების გარეშე და კომბინაციური თამაშით.
56-ე წუთიმოედნის ცენტრში ბურთის გათამაშების შემდეგ თამაში მარჯვენა ფლანგზე გადავიდა, სარატე კი საჯარიმოში შევიდა, სადაც მას კერიკი გაჰყვა. აქ ბლინდისა და კერიკის შეუთანხმებელ მოქმედებას ვხედავთ, რადგან ვერ გადაწყვიტეს, ვის უნდა ეთამაშა თავდამსხმელის წინააღმდეგ. თუმცა, თუ მაიკლი მოთამაშეს საჯარიმოში შეჰყვა, სწორედ ის უნდა გაყოლოდა ბოლომდე.
მაგრამ სახიფათო მომენტი გამოიწვია კიდევ ერთმა შეცდომამ. სმოლინგმა "ვესტ ჰემის" ფეხბურთელთან ორთაბრძოლა წააგო და ბურთის გამოტანა ვერ მოახერხა.
კარის პირისპირ დარჩენის შემდეგ სარატემ საშინლად გამოავლინა თავისი შესაძლებლობა.
დასკვნები"იუნაიტედმა", ალბათ, 17 დეკემბრის შემდეგ საუკეთესო მატჩი ჩაატარა, მაგრამ კრიტიკა მაინც დაიმსახურა. გულშემატკივარმა არა მარტო სტვენა დაიწყო "ოლდ ტრაფორდზე" დასრულებული მატჩის შემდეგ, არამედ ბეჯითად ადარებს "იუნაიტედის" მოსაწყენ თამაშს იურგენ კლოპის "ლივერპულს". ნებისმიერ შემთხვევაში, მოსაწყენი თამაშის ფონზე 1-0 უფრო დაგვაკმაყოფილებს, ვიდრე 0-0 ბევრი მომენტის შექმნის მიუხედავად.
დარტყმები"ვესტ ჰემთან" მატჩში "იუნაიტედის" თითქმის ყოველმა ფეხბურთელმა დაარტყა კარისკენ, მათ შორის სათადარიგოებმაც. გამონაკლისი გახდა ბლინდი, დე ხეა და შეცვლაზე შემოსული დეპაი.
ცვლილებებიტრავმებმა ვან გაალი აიძულა პოზიციური ცვლილებები განეხორციელებინა. კერიკი შნეიდერლინის ნაცვლად გამოვიდა, ვარელამ კი მაკნეირი შეცვალა.
გილერმო პედიზე ცუდად არ გამოიყურებოდა და დავალებას გაუმკლავდა. ცენტრიდან მორგანის გასვლის შემდეგ კი "იუნაიტედმა" სისწრაფე დაკარგა. მიუხედავად პასის კეთებისას იშვიათი შეცდომისა, შნეიდერლინი ორთაბრძოლებში შესანიშნავად გამოიყურებოდა.
მეორე ტაიმში ბასტიანი შესამჩნევად დაიღალა. ორჯერ ვერ მოახერხა სარატეს მომენტებში პასის ჩაჭრა, რის შემდეგაც ვან გაალმა გერმანელი შეცვალა, რითაც შეტევაში გარდაქმნა განახორციელა. დეპაი მარცხნივ დადგა, კერიკს კი ფელაინი შეუწყვილდა, რამაც შეტევა გამოაცოცხლა და "იუნაიტედმა" მატჩის მიწურულს შექმნა მომენტები, როცა დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა მარსიალი, მატა და ლინგარდი.
ჯამი"იუნაიტედის" თამაშის ფენომენის გამოცნობა რთულია, თითქმის შეუძლებელი. დიდებულ მონაკვეთებს ცვლის მომენტები, როცა მწვრთნელს გუნდიდან აგდებენ. ამ პერიოდების ცვლა კი უცბად ხდება, თითქოს ვიღაც მართავს ბერკეტს. რამდენიმე თვის წინ საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებული მოთამაშე კი მატჩში ერთ ზუსტ ჩაწოდებასაც ვერ ახორციელებს, ბურთებს კი თვალისთვის მიუწვდომელ სიშორეზე ისვრის.
ტკაც. ყველაფერი რიგზეა. "ლივერპული", "ტოტენჰემი" და "სიტი" დამარცხდნენ.
ტკაც. "იუნაიტედს" დასცინის რუსი კომენტატორი, რომელიც ამბობს, რომ მარსიალს 12 მატჩია გოლი არ გაუტანია (სინამდვილეში 9).
... მინდა მჯეროდეს, რომ "ვოლფსბურგთან" მატჩში ბერკეტი კვლავ სასურველ მდგომარეობაში იქნება. ტკაც.
ავტორი: ალექსანდრ კორენევი