"მანჩესტერ იუნაიტედი" არ აპირებს სეზონის ბოლოს მთავარი მწვრთნელის პოსტზე პეპ გვარდიოლა მოიყვანოს და ამის ნაცვლად ვან გაალს მომდევნო ზაფხულს 200 მლნ. ფუნტს გამოუყოფს ტრანსფერების განსახორციელებლად.
მიუხედავად იმისა, რომ გულშემატკივართა უკმაყოფილება სულ უფრო იზრდება "იუნაიტედის" სათამაშო სტილის გამო, ხელმძღვანელობა ჰოლანდიელ სპეციალისტს მხარს უჭერს და მის გათავისუფლებას არ აპირებს.
ესპანელ მწვრთნელის მოქმედი კონტრაქტი გერმანულ კლუბთან მომდევნო ზაფხულს იწურება.
თავად გვარდიოლა "წითელი ეშმაკების" გაწვრთნის სურვილს გამოთქვამს, თუმცა "იუნაიტედი" მზად არის სპეციალისტი თანაქალაქელ კონკურენტებს დაუთმოს.
მთავარი მწვრთნელის პოსტზე გვარდიოლას მიყვანით "მანჩესტერ სიტის" გარდა პსჟ-ც არის დაინტერესებული.