"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი მიიჩნევს, რომ მის გუნდს მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის მოგება არ შეუძლია.
ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე თამაშის გასაგრძელებლად "წითელ ეშმაკებს" გერმანიაში გამარჯვება სჭირდებათ, თუ პსვ ცსკა-ს დამარცხებას მოახერხებს.
მიუხედავად ჯგუფიდან პირველ ადგილზე გასვლის შანსისა, ჰოლანდიელი მწვრთნელი გუნდის შანსებს სკეპტიკურად აფასებს.
"არა მგონია, ჩემპიონთა ლიგის მოგება შეგვეძლოს. იქნებ, მომდევნო წელს მოვახერხოთ, როცა კვლავ გავაძლიერებთ გუნდს.
ჩვენი მხრივ შევეცდებით, ყველაფერი გავაკეთოთ, რაც შესაძლებელია, მაგრამ რეალისტები უნდა ვიყოთ. გუნდში არსებული მოთამაშეებით კმაყოფილი ვარ, მაგრამ გარკვეული პოზიციები უნდა გავაძლიეროთ, მაგალითად, დაცვის მარცხენა ფლანგი.
შეგვიძლია თუ არა "ვოლფსბურგის" დამარცხება? დიახ, შეგვიძლია, რადგან ისინი სახლში დავამარცხეთ. თუმცა ამის პარალელურად მესმის, რომ მათ ფრეც აძლევთ ხელს და ძალიან არ შემოგვიტევენ", - განაცხადა ვან გაალმა.