"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელ ლუი ვან გაალს მიაჩნია, რომ მისი გუნდი უფრო მეტ გოლს გაიტანდა, ლუის სუარესის ან სერხიო აგუეროს მსგავსი ფორვარდი რომ ჰყავდეს.
"იუნაიტედმა" ბოლო 9 მატჩში მეხუთედ ითამაშა ფრედ 0-0 და "ვესტ ჰემთან" დაპირისპირების შემდეგ პრემიერ ლიგის ცხრილში მეოთხე ადგილზე ჩამოქვეითდა.
ვან გაალის გუნდის მორიგი უგოლო მატჩის შემდეგ ჰოლანდიელმა განაცხადა, რომ მის გუნდს "ბარსელონასა" და "მანჩესტერ სიტის" ცენტრალური თავდამსხმელების მსგავსი ფეხბურთელი სჭირდება.
"საკითხავი ის არის, ლუის სუარესი და სერხიო აგუერო გაიტანდნენ თუ არა აქ რომ ყოფილიყვნენ.
ეს არის საკითხავი. ვერასდროს გაიგებ. ვფიქრობ, გაიტანდნენ.
საკმარისი შანსები შევქმენით, ამიტომ შექმნა პრობლემა არ ყოფილა.
როცა გოლი ვერ გაგაქვს კარიდან რამდენიმე მეტრის დაშორებითაც კი, მეტს ვეღარაფერს იტყვი. დასრულება უნდა შეგეძლოს. აი, რა არის პრობლემა."