"მანჩესტერ იუნაიტედის" წყვილი მორგან შნეიდერლინი და პედი მაკნეირი "ვესტ ჰემთან" მატჩში დაშავდნენ.
შნეიდერლინი პირველი ტაიმის მიწურულს მაიკლ კერიკმა შეცვალა, რადგან ფრანგს მყესის ტრავმა აღმოაჩნდა, ხოლო პედი მაკნეირის ნაცვლად შესვენების შემდეგ მოედანზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გილიერმო ვარელა გავიდა.
როგორც მოსალოდნელია, ორივე ფეხბურთელი უეინ რუნისთან ერთად გამოტოვებს "ვოლფსბურგთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩს.
"პედი მაკნეირს მუხლის ტრავმა აქვს, ხოლო შნეიდერლინს კუნთი აქვს დაჭიმული, ასე რომ, უნდა მოვიცადოთ და ვნახოთ, როგორც ყოველთვის.
ვფიქრობ, სამშაბათს ითამაშებენ, მაგრამ მატჩი ძალიან ადრეა, ამიტომ დიდი კითვის ნიშანი არსებობს", - განაცხადა ლუი ვან გაალმა.