ლუი ვან გაალის კომენტარი მატჩის შემდეგ.
მატჩის მიმდინარეობავფიქრობ, ძალიან კარგი მატჩი ჩავატარეთ. უბრალოდ გოლებიც უნდა გაგვქონდეს. ისეთი შანსებისგან, როგორებიც ჩვენ გვქონდა, გოლი უნდა გავიტანოთ. გოლის გატანა საჭიროა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ გაიმარჯვებ და სამწუხაროა ფეხბურთელებისთვისაც, რადგან მათაც სურდათ გოლის გატანა. დასრულება უკეთ უნდა შეგვეძლოს, ვიდრე დღეს.
რა უნდა გააწყო უგოლობის წინააღმდეგ?გოლის გატანისთვის ყოველდღე უნდა ივარჯიშო დარტყმაზე და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ამას ვაკეთებთ. ფეხბურთელები საგოლე პოზიციაზე გაგვყავს, მაგრამ იღბალი გჭირდება. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ შანსებს ვქმნით და ვდომინირებთ. დღეს ვდომინირებდით და ვუტევდით, შანსებს ვქმნიდით - მხოლოდ გატანა დაგვავიწყდა.
გესმით გულშემატკივართა აღშთოფების?დიახ და არა, რადგან ისინი ხედავენ, რომ ბოლომდე ვიბრძვით. ფანტასტიკური გუნდური სულისკვეთება გვაქვს და ვდომინირებთ. ბევრი შანსი შევქმენით და ამას მხოლოდ მაშინ აკეთებ, როცა უტევ. ჩვენ უფრო მეტად ვუტევდით, ვიდრე ჩვენი მოწინააღმდეგე, რომლებიც თავის ნახევარზე 40 მეტრზე იცავდნენ თავს. ეს ყოველთვის რთულია, მაგრამ ბევრი შანსი გვქონდა. დიახ, ასეთი შანსებით უნდა გაიტანო, მაგრამ ვერ შევძელით. ეს არის ჩვენი პრობლემა ბოლო მატჩებში.
კონკურენტები ქულებს კარგავენრა თქმა უნდა, სასიხარულოა, მაგრამ პირველ რიგში ჩემს გუნდს ვუყურებ - ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. "ვოლფსბურგს" უნდა მოვუგოთ - "ვოლფსბურგს" უნდა გავუტანოთ, რათა ჩემპიონთა ლიგაზე გადავრჩეთ.
წყარო:
manutd.com