თბილისი:
მანჩესტერი:
5-12-2015, 15:25
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2735,
კომენტარები: 5
"ვესტ ჰემის" დამარცხება გაგვიჭირდება"
ლუი ვან გაალი მატჩის წინ.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი დღევანდელ მატჩში რთულ გამოცდას ელოდება.

სლავენ ბილიჩის გუნდმა მიმდინარე სეზონი კარგად დაიწყო, თუმცა ბოლო პერიოდში კარგი შედეგის ჩვენებას ვერ ახერხებს, რაც ვან გაალს ყურადღების გარეშე არ დარჩენია.

"მწვრთნელს ვიცნობ და მინახავს, როგორ მუშაობს გუნდებში. მისი გუნდები ყოველთვის კარგად ორგანიზებულნი არიან და მეტ-ნეკლებად დაცვითი ორგანიზაციით თამაშობენ.

მათი დამარცხება რთული იქნება და ეს უკვე დაამტკიცეს, რადგან გასვლაზე უფრო მეტი მატჩი მოიგეს, ვიდრე შინ, თანაც ტოპ-გუნდების წინააღმდეგ, ამიტომ ამჯერადაც რთული იქნება".


"ვესტ ჰემს" ბოლო ოთხ მატჩში არ გაუმარჯვია და გუნდს ჰყავს რამდენიმე წამყვანი ტრავმირებული ფეხბურთელი, რომელთა შორის უდიდესი დანაკლისია დიაფრა საკჰო. თუმცა ვან გაალი არ ფიქრობს, რომ ეს მის გუნდს უპირატესობას ანიჭებს, რადგან მისი აზრით, "იუნაიტედს" "ვესტ ჰემი" შეცვლილი ტაქტიკით დაუპირისპირდება.

"მწვრთნელს ნამდვილად შეუძლია გუნდს კარგი ორგანიზება გაუწიოს და ფეხბურთელებიც ასრულებენ იმას, რაც სურს. წინ ძალიან სწრაფი ფეხბურთელები ჰყავთ. ახლა რამდენიმე ფეხბურთელი ტრავმირებული ჰყავთ, ამიტომ, ალბათ, ენდი კეროლს ათამაშებენ, რომელსაც სხვა უნარები აქვს, რის გამოც ამ გუნდის დამარცხება რთული იქნება".

წყარო: manutd.com
პრესკონფერენცია
5 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
5 დეკემბერი 2015 15:27
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ე.წ. ლონგბოლებს ითამაშებენ და სტანდარტულებს განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევენ. მოკლედ, ის იქნება, რასაც დიდი სემის დროს თამაშობდნენ და მიუხედავად იმისა, რომ ბილიჩის სტილი ეს არ არის, იძულებულია ასე მოიქცეს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: GeorgeBest
5 დეკემბერი 2015 15:50
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
კიდე კაი დანაკლისით ხვდებიან და ფორმაში არ არიან დიდად
0
№3
ავტორი: rene harrison_
5 დეკემბერი 2015 16:01
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 273
ამდენი ფული აქვთ და იმდენი ჭკუა არა, რომ სწოორად წაიყვანონ გუნდი. ასტრასგან გამოვარდნილი გუნდის წინააღმდეგ კითხვის ნიშნები არ იყოს მაგდენსაც ვერ ახერხებენ.

ბაიერნმა ძალიან ჭკვიანურად იმოქმედა. ლამის ამერიკაში წასული შვაინა 18 მილიონად მოგვყიდა და თვითონ კიდე ვიდალი იყიდეს. ცალკე, კომანისა და კოსტას ერთი-ერთში გარტყმული ტრანსფერები რად ღირს. ძალიან ცუდი პერიოდია..
0
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
5 დეკემბერი 2015 16:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ბევრი კარგი ფეხბურთელი ყავთ ტრამვირებული, თუმცა ჩვენთანაც იგივე ვითარებაა და ამიტომ როგორც ლუიმ აღნიშნა მოგება ადვილი ნამდვილად არ იქნება. მთავარია ფეხბურთი ითამაშონ და პირადად ჩემთვის ანგარიში უკვე მოერეხარისხოვანია. დავიღალე ამ უაზრო ბურთის გორაობით და ერთი გავარდნილი გოლის მოგებული თამაშით areyoukiddingme
0
№5
ავტორი: Mufc7
5 დეკემბერი 2015 21:43
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
გულმა უგრძნო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top