ლუი ვან გაალმა "ვესტ ჰემთან" მატჩის განაცხადში გილერმო ვარელა შეიყვანა.
22 წლის ურუგვაელი მცველი, რომელმაც გასული სეზონი იჯარის წესით "რეალ მადრიდ კასტილიაში" გაატარა, "ლოვრის" სასტუმროში პარასკევს საღამოს თანაგუდელებთან ერთად შენიშნეს.
ვარელამ "იუნაიტედის" 21-წლამდელთა შემადგენლობაში "ლივერპულის" წინააღმდეგ მატჩი პირველივე წუთებიდანვე დაიწყო აქსელ ტუანზებესთან ერთად.
18 წლის ტუანზებე ოქტომბერში "კრისტალ პალასის" წინააღმდეგ მატჩში სათადარიგოთა სკამზე მოხვდა, მაგრამ ამჯერად მისი ადგილი კამერონ ბორტუიკ-ჯექსონმა დაიკავა, რომელსაც "ვესტ ბრომის" წინააღმდეგ მატჩში დებიუტი ჰქონდა.
გუნდთან ერთად არ იმყოფება მარკუს რაშფორდი, რომელიც "უოტფორდისა" და "ლესტერის" წინააღმდეგ შეხვედრებში ასევე სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდა.
სურათები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.