"მანჩესტერ იუნაიტედის" საქველმოქმედო ფონდმა კლუბის ტრადიციული საშობაო კამპანია ადგილობრივი სკოლის მოსწავლეებისთვის სიურპრიზად აქცია.
მანჩესტერისა და მისი შემოგარენის სასწავლო დაწესებულებების ბავშვები გადაღებებზე დაპატიჟეს, სადაც საფეხბურთო ბურთებით შექმნილი უზარმაზარი ნაძვის ხის ფონზე ფოტოები გადაიღეს.
ბავშვებისთვის მორიგი სიურპრიზი ფეხბურთელების გამოჩენა გამოდგა, რომლებმაც ბავშვებთან ერთად ფოტო გადაიღეს.
ერთ-ერთი მოსწავლის დედა აცხადებს: "ჩემს შვილს ძალიან უყვარს "მანჩესტერ იუნაიტედი" და ამ გადაღებებში მონაწილეობაზე ოცნებობდა. თავისი დაბადების დღიდან ერთი დღის შემდეგ მიიღო მოწვევა და მისი სიტყვებით, ამან მისი დღესასწაული დაუჯერებლად აქცია.
ჩემი შვილი უბრალოდ ვერ იჯერებდა, როცა ფეხბურთელები მოვიდნენ, გაოცებული იყო! ამბობს, რომ არ ჰყავს ფავორიტი მოთამაშე, მას ყველა უყვარს".
ათასზე მეტი ბურთი, რომლებიც ნაძვის ხის კონსტრუქციისთვის გამოიყენეს, სხვადასხვა საქველმოქმედო პროექტს გადაეცემა.
ახალი ამბები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.