სერ ალექს ფერგიუსონი იმედოვნებს, რომ ამ ტრანსფერით თავდამსხმელს კარგის მოტანა შეუძლია. 22 წლის თავდამსხმელმა "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით მთავარ გუნდში მხოლოდ და მხოლოდ, შვიდჯერ ითამაშა და ორი გოლი გაიტანა, იმ დროიდან, როდესაც ის კლუბს 2010 წლის, აგვისტოში შეუერთდა. მას ამ სეზონში სათამაშო დრო არ მიუღია და ის მხოლოდ 21 წლამდელთა აკადემიაში გამოდიოდა.
თავდასხმაში ადგილის დასამკვიდრებლად, სერ ალექსის გუნდში ძალიან დიდი კონკურენციაა, ასე რომ, ბოსმა ბებეს არენდით გაშვება ჩათვალა საჭიროდ და განაცხად, რომ ის სხვა კლუბში უფრო მეტ გამოცდილებას მიიღებდა, ვიდრე ახლა "იუნაიტედში".
"ჩვენ ვგრძნობთ, რომ ბიჭი უფრო მეტ გამოცდილებას მიიღებს სხვა კლუბში თამაშით, ვიდრე რეზერვებში ბურთის გორაობით." – განაცხადა სერ ალექსმა MUTV–თან.
"ის "რიო ავეში" გადაბარგდა, რომელიც ახლა პორტუგალიის ლიგაში, მეხუთე პოზიციას იკავებს. მათ ჰყავთ ახალგაზრდა მწვრთნელი "ნუნო", რომელსაც აქვს ძალიან კარგი რეპუტაცია."
"ბებე საკმაოდ კარგად ვარჯიშობდა, ამ ორი–სამი თვის განმავლობაში. მან მიიღო მუხლის დაზიანება, როდესაც ის განათხოვრებული იყო თურქეთში. ამ დაზიანების მოშუშებას დრო სჭირდება, მაგრამ მან ძალიან კარგად დაიწყო განვითარება. საბედნიეროდ ის პორტუგალიაში გადავიდა და ვფიქრობ, ეს მას დაეხმარება."