ბასტიან შვაინშტაიგერმა გასულ თვეში პირველი გოლი გაიტანა "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით, ახლა კი მორიგი მიზეზი აქვს აღნიშვნისთვის, რამეთუ ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
გერმანელმა ნახევარმცველმა, რომელიც ჩატარებული მატჩების მიხედვით მეორე ადგილზეა გუნდში, გასული თვის ყოველი შეხვედრა სასტარტო შემადგნელობაში დაიწყო და თავისი პირველი გოლი "ლესტერ სიტის" წინააღმდეგ გაიტანა. მისი თამაში გადამწყვეტი აღმოჩნდა "უოტფორდთან" შეხვედრაში, როცა მის ჩაწოდებას ავტოგოლი და "იუნაიტედის" გამარჯვება მოჰყვა.
შვაინშტაიგერმა გამოკითხულთა ხმების 55% მიიღო, ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელი კრის სმოლინგი კი მეორე ადგილზე გავიდა 30 პროცენტით, ხოლო მესამე ნომინანტი ჯესი ლინგარდი მხოლოდ 15%-ის მფლობელი გახდა.