თბილისი:
მანჩესტერი:
4-12-2015, 19:02
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1990,
კომენტარები: 8
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (პრევიუ)
ხვალინდელი მატჩის პრევიუ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (პრევიუ)


სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, მე-15 ტური
თარიღი: შაბათი, 5 დეკემბერი, 2015 წელი
მთავარი მსაჯი: მარკ კლატენბურგი
მატჩის დასაწყისი: 19:00, (ჩვენი დროით)

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: რუნი, როხო, ჯონსი, ერერა, ვალენსია, შოუ,
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი: De Gea, Romero, Johnstone, Valdes, Darmian, Jones, McNair, Rojo, Smalling, Varela, Blind, Carrick, Fellaini, Herrera, Lingard, Mata, Pereira, Schneiderlin, Schweinsteiger, Young, Depay, Martial, Rooney.
პრესკონფერენციაზე ვან გაალმა განაცხადა, რომ ვესტ ჰემთან" მატჩს უეინ რუნი და მარკოს როხო გამოტოვებენ, ხოლო ჯესი ლინგარდმა ტრავმა განიკურნა და გუნდს უბრუნდება.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (პრევიუ)

"ვესტ ჰემი"

ტრავმირებულები: საკჰო, რენდოლფი, პაიე, ე.ვალენსია
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი: Adrian, Randolph, Spiegel, Collins, Cresswell, Jenkinson, O'Brien, Ogbonna, Oxford, Reid, Tomkins, Antonio, Cullen, Kouyate, Lanzini, Moses, Noble, Obiang, Song, Carroll, Jelavic, Zarate.

შემადგენლობას ორი თვით გამოეთიშა ფორვარდი დიაფრა საკჰო, რომელსაც ენდი კეროლი შეცვლის. დისკვალიფიკაციის შემდეგ მოედანს უბრუნდებიან მარკ ნობლი და ჯეიმს კოლინზი.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


მე-3 ადგილი, 28 ქულა

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (პრევიუ)


ბოლო ექვსი შეხვედრა: მ-ფ-ფ-მ-მ-ფ

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერ ლიგის ბოლო 10 შეხვედრიდან მხოლოდ 1 წააგო - 6 მოგება, 3 ფრე, 1 წაგება.

გუნდი პრემიერ ლიგის ბოლო 6 მატჩში არ მარცხდება.

"მანჩესტერ იუნაიტედი" და "ტოტენჰემი" ჯერ საკუთარ მოედანზე არ დამარცხებულან.

ლუი ვან გაალის გუნდი ყველა ტურნირის ჩათვლით საკუთარ მოედანზე ჩატარებულ ბოლო 5 მატჩში გოლს არ უშვებს


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (პრევიუ)

"ვესტ ჰემი"


მე-8 ადგილი, 22 ქულა

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (პრევიუ)


ბოლო ექვსი შეხვედრა: მ-მ-წ-ფ-წ-ფ

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (პრევიუ)


"ვესტ ჰემმა" ბოლო მატჩებში შესაძლო 12 ქულიდან მხოლოდ 2 ქულა აიღო.

"ჩაქუჩები" კარს "მშრალად" პრემიერ ლიგის ბოლო 9 მატჩში ვერ ინარჩუნებენ - ჩემპიონატის გუნდებს შორის ყველაზე ხანგრძლივი სერიაა.

სლავენ ბილიჩის გუნდს მიმდინარე სეზონის მატჩებიდან მხოლოდ ერთ შეხვედრაში არ გამოუვიდა გოლის გატანა.

თუ "ვესტ ჰემი" "იუნაიტედს" დაამარცხებს, გახდება მესამე გუნდი, რომელსაც "პრემიერ ლიგის დიდი სლემი" ერგება, კლუბი, რომელმაც ერთ სეზონში დაამარცხა "არსენალი", "ლივერპული", "ჩელსი" და ორივე მანჩესტერული კლუბი. მანამდე ასეთი რამ "ასტონ ვილამ" 1992/93 და "ლიდსმა" 1994/95 წლებში მოახერხეს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (პრევიუ)


მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


წამყვანი ბომბარდირები: რუნი - 7 გოლი (2 ლიგაში).

უეინ რუნი დენის ლოუსთან ერთად "მანჩესტერ იუნაიტედის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში 237 გოლით მეორე ადგილს იკავებს. მხოლოდ ბობი ჩარლტონს აქვს გატანილი უფრო მეტი გოლი (249).

უეინ რუნის "ვესტ ჰემის" კარი ინგლისის ჩემპიონატში 11-ჯერ აქვს აღებული, მათ შორის სამი გოლი ბოლო სამ შეხვედრაში.

თუ მოედანზე მაიკლ კერიკი გავა, თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (პრევიუ)

"ვესტ ჰემი"


წამყვანი ბომბარდირები: პაიე - 5 გოლი (5 ლიგაში).

მაურო სარატემ პრემიერ ლიგის ბოლო 4 შეხვედრიდან სამში გაიტანა გოლი, როცა სასტარტო შემადგენლობაში გამოდიოდა.

ურთიერთშეხვედრები


გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირზე 130 მატჩში შეხვდნენ. "იუნაიტედმა" 61-ჯერ იმარჯვა, "ვესტ ჰემმა" 42-ჯერ, 27 მატჩი ფრედ დასრულდა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" არ დამარცხებულა და 35 ქულა აიღო "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ პრემიერ ლიგაში ჩატარებულ ბოლო 13 მატჩში - 11 მოგება, 2 ფრე.

ინგლისის ჩემპიონატში "ოლდ ტრაფორდზე" ჩატარებული ბოლო 22 მატჩიდან "ვესტ ჰემმა" მხოლოდ ორი მოიგო, 20 მატჩი კი "იუნაიტედის" გამარჯვებით დასრულდა.

"ოლდ ტრაფორდზე" პრემიერ ლიგის მასშტაბით ჩატარებულ ბოლო 19 მატჩში "ვესტ ჰემმა" 10 გოლი გაიტანა, თუმცა "იუნაიტედთან" გასვლაზე ერთ გოლზე მეტს ვერასდროს იტანდნენ.

ურთიერთშეხვედრებში დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემები


გოლების საერთო რაოდენობა

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (პრევიუ)


საგოლე პოზიციები

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (პრევიუ)


გოლის გატანის დრო

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (პრევიუ)


ბარათები

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (პრევიუ)


პენალტები

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (პრევიუ)


სახლში და გასვლაზე


ლიგა: "იუნაიტედი" - 56 მოგება, "ვესტ ჰემი" - 37 მოგება, ფრე - 25.

პრემიერ-ლიგა: "იუნაიტედი" - 25 მოგება, "ვესტ ჰემი" - 4 მოგება, ფრე - 9.

"იუნაიტედის" სტადიონზე

ლიგა: "იუნაიტედი" - 41 მოგება, "ვესტ ჰემი" - 12 მოგება, ფრე - 6.

პრემიერ-ლიგა: "იუნაიტედი" - 17 მოგება, "ვესტ ჰემი" - 2 მოგება, ფრე - 0.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (პრევიუ)


უკანასკნელი შეხვედრა "ოლდ ტრაფორდზე"


"მანჩესტერ იუნაიტედი" 2 - 1 "ვესტ ჰემი"


შაბათი, 27 სექტემბერი, 2014
სწრებადობა: 75, 317
მსაჯი: ლი მეისონი
გოლები "იუნაიტედის" რიგებში: უეინ რუნი 5', რობინ ვან პერსი 22'
გოლები "ვესტ ჰემის" რიგებში: დიაფრა საკჰო 37'

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (პრევიუ)


მსაჯთა ბრიგადა:


მთავარმა მსაჯმა, მარკ კლატენურგმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 18 მატჩი განსაჯა, 70 ყვითელი და 2 წითელი ბარათი აჩვენა.

გვერდითი მსაჯები: საიმონ ბეკი, ჯეკ კოლინი.
სათადარიგო მსაჯი: სტიუარტ ეტველი.
მატჩის წინ
8 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
4 დეკემბერი 2015 19:39
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
მოკლედ, ბილიჩის ვესტ ჰემი წელს მაგრად მაკვირვებს და თან სასიამოვნოდ, მაგრამ ის ფორმა დაკარგული აქვს გუნდს, რაც დაწყებისას ჰქონდა. საკადრო პრობლემები გვაქვს და ეს ხელს შეგვიშლის, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, არ გვეპატიება ამ მატჩში ქულების დაკარგვა. რომ არაფერი ვთქვათ სიტიზე, არსენალზე და ა.შ. ლივერპული მოდის უკან.

წინ ხვალინდელ მატჩზე უფრო მნიშვნელოვანი შეხვედრაა და იმედი მაქვს, ლუი არ შეწირავს ერთს მეორეს, რადგან რამდენჯერაც მაგ ლოგიკით მიუდგა, შედეგი ყოველთვის ერთნაირი იყო. მართლა ეწირებოდა ერთი მატჩი მეორეს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
4 დეკემბერი 2015 20:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ვესტ ჰემი ადვილი დასამარცხებელი ნამდვილად არაა, მაგრამ გამოჩნდა, რომ პაიეს გარეშე გუნდი აფსოლიტურად სხვა ფეხბურთს თამაშოშობს. ერთ ფეხბურთელზე ნამდვილად არ არიან აწყობილები, მაგრამ პაიე რომ დიდი ძალაა გუნდისთვის ბოლო მატჩებშიც დადასტურდა. ნუ ჩვენც ბევრი ფეხბურთელი გვაკლია, მაგრამ მოგება აუცილებელია ხვალინდელ მატჩში. იმედია გერმანიაში კარგ ხასიეთზე ჩავალთ...
0
№3
ავტორი: ilker
4 დეკემბერი 2015 21:26
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 290
თან ხვალ მოგებაც აუცილებრლია თორე დაგვეწევიან და უფრო გაგვასწრებენ და თან უმნიშვნელოვანესი ლიგის მატჩია წინ
0
№4
ავტორი: Count Alucard
4 დეკემბერი 2015 21:45
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ახლა ფეხის დაცდენის დრო არ არის, ოლდ ტრაფორდზე ვესტ ჰემთან პრობლემა არ უნდა შეგვექმნას, რაც არ უნდა ძლიერი იყოს ეს გუნდი.
0
№5
ავტორი: abrama
4 დეკემბერი 2015 21:49
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
2_0movigebt.
Golebi:depai marsiali
0
№6
ავტორი: GeorgeBest
4 დეკემბერი 2015 22:52
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
კიდე კაი ვერ არიან ისევ ისეთ ხოდზე თორე არ გაუჭირდებოდათ მოგება. ვერ ვიტანთ მარა პლიუსი ის მაინცაა რო არ ვუშვებთ ბევრს. თუ 3 მცველით არ ვართ
0
№7
ავტორი: Mufc7
5 დეკემბერი 2015 11:30
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
აუცილებლად უნდა მოვიგოთ რა!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№8
ავტორი: UTD-Rule
5 დეკემბერი 2015 13:22
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
3 ქულის მოლოდინში, სანახაობრივი თამაშით gun2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top