თბილისი:
მანჩესტერი:
4-12-2015, 18:17
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1719,
კომენტარები: 5
ვან გაალი ტრავმირებულთა შესახებ
ლუი ვან გაალმა როხოს ტრავმა დაადასტურა და კაპიტნის მდგომარეობის შესახებაც ისაუბრა.
ვან გაალი ტრავმირებულთა შესახებ
ლუი ვან გაალმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალურ ტელევიზიას განუცხადა, რომ უეინ რუნი და მარკოს როხო ტრავმის გამო "ვესტ ჰემთან" მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

რუნიმ მუხლის ტრავმა "ლესტერთან" მატჩში მიიღო და "ჩაქუჩებთან" ხელმიუწვდომელი იქნება. ეს ნიშნავს, რომ უეინ რუნი "წითლების" შემადგენლობაში ჩასატარებ მე-500 მატჩს უნდა დაელოდოს.

ვან გაალმა ასევე დაადასტურა, რომ როხომ ოთხშაბათს ვარჯიშზე მხარი ამოიგდო და დიდი ხნით იუქმებს, თუმცა ვადა უცნობია.

"მედიაში უკვე გავრცელდა - როხო ტრავმირებულია. ის მხარი დაიშავა, რომელიც გასულ წელს, ამჯერად სავარჯიშო სესიაზე. ძალიან სამწუხაროა, რომ ლუკ შოუს პოზიციაზე ამდენი პრობლემა მაქვს.

უეინ რუნის ტრავმაც უფრო მძიმეა, ვიდრე გვეგონა, ვერც ერთი მათგანი ვერ მოახერხებს თამაშს. ვფიქრობ, ასე იქნება. ჯესი ლინგარდი ბრუნდება, რაც კარგი ამბავია. ფილ ჯონსი ტრავმირებულია, ასე რომ, ექვსი ტრავმა გვაქვს".


რუნის შესახებ კითხვის დასმის შემდეგ ვან გაალმა განაცხადა: "რთული ტრავმაა. უფრო უარესდებოდა, მაგრამ ვარჯიშის ნება უნდა მიგვეცა, რათა მისი მუხლი გაძლიერებულიყო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ვერ გეტყვით, რამდენ ხანს იუქმებს, რადგან ექიმმა უნდა გადაწყვიტოს რუნის შემთხვევაშიც. გამოჯანმრთელების პროცესში კარგად ვარჯიშობს".

მწვრთნელმა მოგვიანებით აღნიშნა, რომ უეინ რუნი ვერც "ვოლფსბურგთან" მატჩში მიიღებს მონაწილეობას.

ანდერ ერერა კვლავ ტრავმირებულია და "ვესტ ჰემთან" ვერ ითამაშებს. ასევე ანტონიო ვალენსია, რომელმაც ოპერაცია გაიკეთა.

ლუკ შოუსა და როხოს ტრავმის ფონზე "იუნაიტედი" მარცხენა მცველის გარეშე რჩება. მწვრთნელს ჰკითხეს, სამი მცველით ითამაშებდა თუ არა, რაზეც უპასუხა: "ეს მოწინააღმდეგეზეა დამოკიდებული. მოთამაშეებზეც, შედარება მომიწევს".
ახალი ამბები, ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
4 დეკემბერი 2015 18:30
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ისევ სამი მცველით არ გვათამაშოს რა. დააყენოს ეგ იანგი მარცხენა მცველად იყოს წესიერი სქემა მაინც. წინ ალბათ ისევ დეპაი იქნება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: GeorgeBest
4 დეკემბერი 2015 18:32
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
იანგი მარცხენა მცველად ბევრად კარგია ვიდრე ვინგბექად. ფლანგები საერთოდ კვდება მაგ დროს. არც დარმიანი დააარც იანგი არ არიან მაგისთვის კარგები
0
№3
ავტორი: ViDa
4 დეკემბერი 2015 18:47
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
გული ცუდს მიგრძნობს. არ გვექნება ხვალ კარგი დღე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
4 დეკემბერი 2015 19:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
რა უბედურებაა ამდენი ტრამვა რაა recourse
ეს ისე ლაპარაკობს უეჭველი ისევ 3 მცველით გვათამაშებს areyoukiddingme
0
№5
ავტორი: ilker
4 დეკემბერი 2015 21:11
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 290
აუ ყელში ამოვიდა უკვე ამდენი ტრამვა, უფრო და უფრო ვემსგავსებით არსენალს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top