პოლ მერსონმა "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ვესტ ჰემის" მატჩზე თავისი პროგნოზი გააკეთა.
"ეს ჩემი სტილი არ არის, მაგრამ "იუნაიტედის" მოგებაში დარწმუნებული ვარ. ისინი კარგ თამაშს ჯერ კიდევ არ გვაჩვენებენ, მაგრამ არც მარცხდებიან. ფსონს "იუნაიტედის" მოგებაზე ჩამოვალ, რადგან "ვესტ ჰემმა" კარგი დასაწყისის შემდეგ მოუკლო".
პოლ მერსონის პროგნოზი: "მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" 2-0.