თბილისი:
მანჩესტერი:
4-12-2015, 11:43
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2474,
კომენტარები: 10
"ერერა და ფელაინი უნდა წავიდნენ"
"იუნაიტედის" ნახევარმცველებმა გუნდი უნდა დატოვონ.
პოლ ინსს მიაჩნია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველებმა ანდერ ერერამ და მარუან ფელაინიმ კლუბი უნდა დატოვონ, რადგან "იუნაიტედის" სტილს არ შეესაბამებიან.

ერერა, რომელმაც პსვ-სა და "ლესტერის" წინააღმდეგ ჩატარებული მატჩები ტრავმის გამო გამოტოვა, გულშემატკივართა ფავორიტი ფეხბურთელია, მაგრამ ლუი ვან გაალის გუნდში თავის დამკვიდრებას ვერ ახერხებს, ხოლო ფელაინიმ მიმდინარე სეზონის მხოლოდ ორი მატჩი დაიწყო სასტარტო შემადგენლობაში და მათგან მხოლოდ ერთი იყო პრემიერ ლიგის შეხვედრა.

"როცა ერერა შეიძინეს, ვიფიქრე, რომ ბევრი ფული გადაიხადეს და როცა პირველად ვნახე, ძალიან სუსტი იყო, განსაკუთრებით პრემიერ ლიგისთვის.

ესპანეთში მინახავს მისი თამაში და ესპანურ თამაშს შეეფერება, მაგრამ, არა მგონია, პრემიერ ლიგის შესაფერისი იყოს. როცა თამაშობს, წინ იწევს და გოლებსაც იტანს, მაგრამ ვან გაალს სკამზე ძლიერი ფეხბურთელები უზის რაც თავის დამკვიდრებაში უშლის ხელს.

არ ვარ დარწმუნებული, რომ ვან გაალის გუნდში რეგულარულ სათამაშო პრაქტიკას მიიღებს, თუმცა ძალიან კარგი ფეხბურთელია, უბრალოდ ესპანეთს უფრო შეეფერება".


ინსი, რომელმაც პრემიერ ლიგისა და ასოციაციის თასის ორ-ორი ტიტული, ლიგის თასისა და ევროპის თასების მფლობელთა თასი "ოლდ ტრაფორდზე" გატარებული ექვსი წლის განმავლობაში მოიგო, ასევე მიიჩნევს, რომ ფელაინიც მისთვის შეუსაბამო კლუბში იმყოფება.

"ფელაინის ბოდიშს ვუხდი, მაგრამ მისი ფასი ძალიან გადაჭარბებული იყო. "ევერტონში" დევიდ მოიესოს ხელმძღვანელობის ქვეშ 10 ნორმად თამაშობდა, მაგრამ კონკრეტულ გუნდებში კონკრეტული მწვრთნელების ხელმძღვანელობის ქვეშ კონკრეტული ფეხბურთელები ერგებიან სტილს.

ფელაინი ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელია, მაგრამ შეცდომით იმყოფება ამ კლუბში. ასეთი შესაძლებლობების მქონე ფეხბურთელისთვის ყოველ მატჩში ბოლო ათ წუთში შეცვლაზე შესვლა მხოლოდ გრძელი გადაცემებისთვის... ვფიქრობ, ამაზე უკეთესია და შანსს იმსახურებს. "იუნაიტედისთვისაც" სამწუხარო ამბავია, რომ შანსებს ვერ ქმნიან და იძულებულნი არიან ფელაინის საჯარიმოში ჩაუწოდონ.

იანვარი მოდის და მან უნდა გადაწყვიტოს, რადგან ყველას სურს რეგულარული სათამაშო დრო, ის კი ზედმეტად კარგია სკამზე ჯდომისთვის".


წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
4 დეკემბერი 2015 11:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ფელაინი კი ბატონო, მაგრამ აი ერერაზე როგორ უნდა თქვა, რომ უნდა წავიდეს გუნდიდანო??? belay
"ვან გაალს სკამზე ძლიერი ფეხბურთელები უზის რაც თავის დამკვიდრებაში უშლის ხელს"- ვის გულისხმობს ძლიერ ფეხბურთელებში როგორ მაინტერესებს რაა areyoukiddingme
0
№2
ავტორი: Count Alucard
4 დეკემბერი 2015 12:04
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ფელაინიზე შეიძლება დაფიქრება მაგრამ ერერაზე ეგ არ უნდა ეთქვა...
0
№3
ავტორი: rene harrison_
4 დეკემბერი 2015 12:43
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 273
ხო ესენი გავუშვათ და დემბელეები და ეშლი იანგისეული ნიჭის მქონე ფეხბურთელები დავასაქმოთ გუნდში და მალე ჩელსის დღევანდელი მდგომარეობა მოგვენატრება
0
№4
ავტორი: Best 7
4 დეკემბერი 2015 13:09
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
ერერა არაა გასაშვები და ფელაინი აუცილებლად!
0
№5
ავტორი: AkkRed
4 დეკემბერი 2015 13:10
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
გუნდში როდესაც ეშლი იანგი, ანტონიო ვალენსია და ფილ ჯონსი გყავს ერერას და ფელაინის გაშვებაზე რატომ უნდა ლაპრაკობდე კაცი
0
№6
ავტორი: GeorgeBest
4 დეკემბერი 2015 14:27
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რა შუაშია ვალენსია ან იანგი ფელაინისთან და ერერასთან areyoukiddingme არ აქვს ერერას საკამრისი სათამაშო დრო და ამაზეა საუბარი. არ ვიცოდი ერერას ფლანგზე და დაცვაში დგომა თუ შეეძლო
0
№7
ავტორი: UTD-Rule
4 დეკემბერი 2015 16:02
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ერერა თუ უნდა წავიდეს ვინ უნდა მოვიდეს მაგის ადგილას ან ვინ გვყავს ჩვენ? what

მეტი სათამაშო დრო სჭირდება და ეგაა, მეტი არაფერი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№8
ავტორი: RojoDiablo
4 დეკემბერი 2015 18:25
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
მახსოვს, შარშანწინ მეც ფელაინის წასვლის მომხრე ვიყავი, შარშან საჭირო კაცი იყო, წელს ისევ სულერთი კაცია, მაგრამ ლუი მას თვლის კოზირად და რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ, რომ გაუშვანო, არ გაუშვებს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№9
ავტორი: red devil
4 დეკემბერი 2015 20:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ერერას გაშვება სისულელეა არც ფელაინია გასაშვები
0
№10
ავტორი: ilker
4 დეკემბერი 2015 21:16
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 290
ერერა აუცილებლად უნდა დავიტოვოთ 4-3-3 მოერგება იდეალურად, მარა არ ენდობა ლუიდა. რაც შეეხება ფელაინის ეგეც საჭირო კაცია, ყოველთვის საჭიროა მისი გაბარიტებია მქონე კაცი გუნდში
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top