თბილისი:
მანჩესტერი:
4-12-2015, 09:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2394,
კომენტარები: 6
"იუნაიტედი" მუსა დემბელეს შეიძენს
ვან გაალი ფრანგი ფეხბურთელის შეძენას ეცდება.
"მანჩესტერ იუნაიტედი" "ფულჰემის" ახალგაზრდა თავდამსხმელის, მუსა დემბელეს შეძენას იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე ეცდება.

მიმდინარე სეზონის აღმოჩენამ ჩემპიონშიპში რვა გოლი გაიტანა, რითაც პრემიერ ლიგის კლუბების ყურადღება მიიპყრო.

19 წლის ფრანგი ლონდონურ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს და ახალ პირობებზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, მაგრამ "წითელი ეშმაკები" მის გადაბირებას ეცდებიან.

"იუნაიტედს" შემადგენლობაში ამჟამად მხოლოდ ორი ნომინალური თავდამსხმელი ჰყავს ენტონი მარსიალისა და უეინ რუნის სახით, ხოლო ჯეიმს უილსონი, რომელიც ასევე თავდამსხმელია, "ბრაიტონში" სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ითამაშებს.



წყარო: skysports
ახალი ამბები
6 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
4 დეკემბერი 2015 09:51
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ჰო, ერთი შემდგარი და კარგი თავდამსხმელი არ მოგვიყვანოს გუნდში და მოვიგებთ პრემიერ ლიგას. ეს ახალგაზრდები კარგია, მაგრამ უცებ ვერ მოიტანენ შედეგს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
4 დეკემბერი 2015 10:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ახალგაზრდებზე რომ აკეთებენ აქცენტს კარგია რა თქმა უნდა, მაგრამ დღეს უფრო გამოცდილი თავდამსხმელი გვჭირდება რომელიც ბევრ გოლებს შეყრის, თუმცა არც მარსიალი იყო შემდგარი თავდამსხმელი, მაგრამ კი გაამართლა მისმა ტრანსფერმა.


ისე რა საინტერესოა, ეს მუსა ფრანგია და ის მუსა ბელგიელი belay wink
0
№3
ავტორი: AkkRed
4 დეკემბერი 2015 10:48
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
გუნდი არ უნდა განიცდიდეს ინგლისელთა ნაკლებობას recourse მოყარეს მთლიანი ევროპა და გუნდის ერთგული არავინ დარჩება
0
№4
ავტორი: Count Alucard
4 დეკემბერი 2015 11:08
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
რა აზრი აქვს ახალგაზრდების ყიდვას თუ მათი ნიჭის განვითარება და გამოყენება არ იციან? იყიდა ვან გაალმა მარსიალი, უნიჭიერესია, მაგრამ აზრზე არაა ლუი, როგორ გამოიყენოს...
0
№5
ავტორი: Depay 7
4 დეკემბერი 2015 12:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 9
სონგ ის ლინკი დადეთ რაა
0
№6
ავტორი: GeorgeBest
4 დეკემბერი 2015 14:28
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
კეინი იყო მშვენიერი ვარიანტი მარა მანჯუკიჩი ჯობიაო, ერთსეზონააო და მთელი ამბები. ვინც არ უნდა მოიყვანონ მაინც ვერ მოგვარდება გოლების პრობლემა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top