თბილისი:
მანჩესტერი:
4-12-2015, 18:31
ავტორი: ViDa,
ნანახია: 9425,
კომენტარები: 8
გარი ნევილის ავტობიოგრაფია: დუბლიორი
სანამ "იუნაიტედის" ახალწვეული ვიყავი, ყველაზე უსიამოვნო მომენტი კლეიტონ ბლეკმორისთვის სიყვარულის ახსნა იყო. ნამდვილი კლეიტონ ბლეკმორსისთვის კი არა, რა თქმა უნდა, თვითონ იგი, ამ დროს გასახდელში იჯდა სხვა პირველი გუნდის ფეხბურთელებთან ერთად და სიცილისგან ცრემლები სდიოდა.
გარი ნევილის ავტობიოგრაფია: დუბლიორი
სანამ "იუნაიტედის" ახალწვეული ვიყავი, ყველაზე უსიამოვნო მომენტი კლეიტონ ბლეკმორისთვის სიყვარულის ახსნა იყო. ნამდვილი კლეიტონ ბლეკმორსისთვის კი არა, რა თქმა უნდა, თვითონ იგი, ამ დროს გასახდელში იჯდა პირველი გუნდის სხვა ფეხბურთელებთან ერთად და სიცილისგან ცრემლები სდიოდა.

არა, ეს უბრალოდ ჩვენი სიმპატიური მცველის დიდი სურათი იყო, რომელიც გარყვნილი იუმორის მქონე ფეხბურთელებმა მასაჟის მაგიდას გააკრეს. ბერი უაითის ფონის ქვეშ მე ან სხვა, ხელში მოხვედრილი დუბლიორი იძულებული ვიყავით გვეცეკვა მის ირგვლივ და სიყვარული აგვეხსნა მარჯვენა უელსელი ფეხბურთელისთვის. ვერ გადმოგცემთ, რამდენად მრცხვენოდა ამის გაკეთება მე, 16 წლის ბიჭს, მით უმეტეს, ჩემი გმირების- მარკ ჰიუზისა და ბრაიან რობსონის თანდასწრებით.

ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებიც ახლა ხვდებიან "იუნაიტედის" პირველ გუნდში, ვერც კი წარმოიდგენენ, რამდენად იღბლიანები არიან. რა თქმა უნდა, ისინიც გადიან მონათვლის ცერემონიალს. კარგი, იმღერებენ სიმღერას სკამზე დგომით და, ალბათ, უპასუხებენ რამდენიმე პროვოკაციულ კითხვას, მაგრამ ჩვენს დროს ეს პროცესი ძალიან მძიმე იყო.

თუ უარს განაცხადებდი კლეიტონის "დაკერვაზე", მაშინ ორ-წლიანი სტაჟის დუბლიორი მთელი ძალით გირტყამდა თავში პირსახოცში გახვეულ ბურთს. ღმერთო, რა მტკივნეული იყო... დააგვიანებდი ვარჯიშზე- წვებოდი იმავე მაგიდაზე და თითოეული ფეხბურთელი ბეჭზე გირტყამდა მუჭს, თან ერთსა და იმავე წერტილში. მაშინ ამას "მკვდარ ხელს" ვეძახდით. ის ადგილი მერე რამდენიმე დღე გტკიოდა...

გიგზი ერთ-ერთი მთავარი მწამებელი იყო. იგი ჩემზე მხოლოდ ერთი წლით უფროსი იყო, მაგრამ იმის გამო, რომ 17 წლის ასაკში მოხვდა პირველ გუნდში, დიდი პრივილეგიით სარგებლობდა. იგი დიდი წამქეზებელი იყო. იატაკის ჯოხთან ლაპარაკი მისი საყვარელი ხუმრობა გახლდათ. რაიანი გოგოს როლს თამაშობდა ღამის კლუბში და სახეს ჯოხის უკან მალავდა. შენ კი უნდა გელაპარაკა ამ ჯოხთან და როგორმე "იგი" სახლში უნდა წაგეყვანა.

- რა გქვია?
- ვინ ხარ? - გიგზი ჯოხის უკან გოგოს ხმით პასუხობდა.
- მომცემ შენს ნომერს?
- რა იყო, სასმელზეც არ დამპატიჟებ?

ამას თუ არადამაჯერებლად აკეთებდი, მაშინ ნებისმიერს შეეძლო შენი ცემა. შენ, არასრუწლოვანი ბიჭი, ცდილობ, ეს ყველაფერი შენი ჭკუით გააკეთო და ლეგენდარული ფეხბურთელები პირველი გუნდიდან გეუბნებიან, თუ როგორი ნაგავი ხარ. რობი სევეჯი, რომელიც მუდამ თვითდაჯერებული და ნამდვილი მსახიობი იყო, ყველაზე კარგად ასრულებდა მიცემულ დავალებას. იგი ვერ იტანდა, როდესაც მას დასცინოდნენ და მისგან დებილი გამოჰყავდათ- ამ ხასიათს იგი მოედანზეც აჩვენებდა შემდეგი ოცი წლის განმავლობაში. როდესაც იგი მოცემულ დავალებას ასრულებდა გასახდელში, თითოეული ჩვენგანი სიცილით იხოცებოდა. კარგი იქნებოდა ამ ყველაფერზე ფილმის გადაღება...

სემი ცოტა არ იყოს, ტრაბახა გახლდათ და ამიტომ, თვითონ ითხოვდა ამას, ჩვენ კი ამის გაკეთებას მხოლოდ იარაღის საშუალებით თუ გვაიძულებდი. უფროსები ამბობდნენ, რომ ეს ყველაფერი 2 წუთი უნდა გვეკეთებინა, მაგრამ მე მერჩივნა 20 წამი მათი ცემა მეთმინა. სქოულზიც ჩემნაირი იყო, მაგრამ მას დიდად არავინ ურტყამდა. უბედურებს, სხვა ქალაქიდან, ბექსის ჩათვლით, ყველაზე მეტად უჭირდათ. მას არასდროს უყვარდა ხალხის წინ უაზრობის კეთება, მაგრამ თუ უფროსები გირჩევდნენ, სხვა გზა არ გვქონდა. ასე მარტივად თავს ვერ დაიძვრენდი.

მაგრამ, ალბათ, ყველაზე ცუდი სასჯელი ის იყო, როდესაც ჩვენ გვხდიდნენ და გვაიძულებდნენ ფორმის მთელი კომპლექტის ჩაცმას- შორტები, მაისური შენი ნომრით უკან- შიგნიდან ამოფენილი უხეში ბეწვით. დღემდე ვგრძნობ იმ უხეშ ბეწვს ჩემს კანზე. შემდეგ ყინულიან წყალში გაგდებდნენ ორი წუთის განმავლობაში.

ასე გავიცანი "იუნაიტედის" შემადგენლობა. ეს, მხოლოდ რამდენიმე თვე გრძელდებოდა, მაგრამ გავლილი თვეები, ალბათ, ყველაზე მძიმე იყო ჩემს ცხოვრებაში. იმ დროს წყნარი, მორიდებული ბავშვი ვიყავი, რომელიც თავდახრილი დადიოდა. მთელი ჩემი ოჯახი "იუნაიტედის" გულშემატკივარი იყო და უკანასკნელი, რისი სურვილიც მქონდა- დამცირება იყო ჩემი გმირების თვალწინ.

ყოველი ვარჯიშის წინ გასახდელში ერთი ოცნებით შევდიოდი- ნეტა, უფროსი ფეხბურთელებიდან არცერთი არ დამხვდეს იქ. მათ კიდევ ერთი რიტუალი ჰქონდათ- "სკეიტბორდზე სრიალი". თავზე სავარჯიშო კონუსს იხურავ, ხელებზე "შიტოკებს" იკეთებ და დგები დახვეულ პირსახოცზე, თითქოს სკეიტით ქალაქში დადიხარ. დანარჩენები ცდილობენ, წაგაქციონ. ჰო, ლამის დამავიწყდა, თუ პირსახოციდან ჩამოვარდებოდი, რა თქმა უნდა, კიდევ ერთ დამატებით დარტყმებს იღებდი შენ სასარგებლოდ.

ისინი ასევე ამოწმებდნენ ჩვენს ნერვებს სხვა მეთოდითაც. დგები სკამზე, მარჯვენა ხელი გაშლილი გაქვს და გიჭირავს ნახევარი ლიტრი წყალი. ზოგი ისე კანკალებდა, რომ როდესაც სკამიდან ჩამოდიოდნენ, ხელში წყლის წვეთებიღა რჩებოდათ.

ვფიქრობ, მწვრთნელებმა იცოდნენ ამის შესახებ, მაგრამ განიხილავდნენ, როგორც წვრთნის ერთ-ერთ ნაწილად. მათ შეეძლოთ, მაგალითად, გაეხედათ ფანჯარაში და დაენახათ, როგორ დარბოდა ახალწვეული თოვლში სრულიად შიშველი, მაგრამ ამაზე ყველა თვალს ხუჭავდა.

ეს ყველაფერი მოულოდნელად დასრულდა. ჩვენზე სასამართლოს ატარებდნენ, მოსამართლისა და მსაჯულის როლს უფროსები თამაშობდნენ. ეს კიდევ ერთი რიტუალი იყო, თუ ფეხბურთელი რამეს აშავებდა. დამარცხებული მხარე და, ალბათ, თქვენც მიხვდით, რომ დამარცხებულები სულ ჩვენ ვიყავით, ისჯებოდნენ სასჯელით- ე.წ "ხეობა". ადამიანი მასაჟის მაგიდის ქვეშ ჯდებოდა, თავს ზემოთ ყოფდა და მაგიდის ბოლოებით უჭერდნენ, შემდეგ კი ბურთს ურტყამდნენ.

ერთხელ ბატი და სტივენ რაილი ადრე წავიდნენ ვარჯიშიდან, რათა ავტობუსისთვის მიესწროთ, მაგრამ ისინი ვიღაცამ დაინახა. ამას სასჯელი უნდა მოჰყოლოდა, მაგრამ რაიზერს ისე მოსწყინდა ეს ხუმრობები, რომ ბურთისგან თავს არიდებდა. ერთხელ კიდდომ ყველა უფროსი დაიბარა და უბრძანა, რომ მსგავსი ხუმრობები აღარ განმეორებულიყო.

დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი რიტუალები სხვა გუნდებშიც არსებობს. ეს ყველაფერი პროცესის ნაწილია- ბავშვიდან კაცად გადაქცევა. მიუხედავად იმისა, რომ მე ამ ყველაფერს უარყოფითად ვიხსენებ, ამ ხუმრობებმა ჩვენ უფრო შეგვკრა. ჩვენი კავშირი უფრო მყარდებოდა, როდესაც ვხედავდით, რომ თითოეულ ჩვენგანს უჭირდა და ეს "იუნაიტედის" დამსახურებაა.

***

ჩვენ, ვინც ახალგაზრდულ გუნდში ვთამაშობდით 1992-94 წლებში, დღემდე გვაკავშირებს ახლო მეგობრობა, იმიტომ რომ, ვიცით, ვიყავით რაღაც დიდის ნაწილი. ისე, როგორც ტრებლი 99-ში, ჩვენი თაობის წარმატება ალექს ფერგიუსონის დამსახურებაა, ვინაიდან იგი უდიდესი ადამიანია. ვიტყოდი, რომ ჩვენი თაობა მეტი იყო, ვიდრე ის ტრებლი, ვინაიდან ასეთი თაობის გაზრდა უკვე ბევრად რთული იქნება.

არავინ არ იბრალებს "ბასბის ჩვილების" აურას, მაგრამ "ფერგის ბიჭები" ერთ-ერთ წარმატებულ ახალგაზრდებად ითვლებიან ისტორიაში. გიგზი, ბექსი, სქოულზი, ბატი და მე გუნდში ერთდროულად მივედით, ერთი წლის შემდეგ კი ჩემი ძმაც შემოგვიერთდა. თვითონ განსაჯეთ: ამ ჯგუფში ინგლისის ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელია, ყველაზე ცნობილი ფეხბურთელი მსოფლიოში, ყველაზე ტექნიკური ინგლისელი ფეხბურთელი ათწლეულების მანძილზე, საუკეთესო ძმების დუეტი მთელი ინგლისის ისტორიის მანძილზე და ბატის რეგალიები: 6 ჩემპიონის ტიტული, სამი ინგლისის თასი, ჩემპიონთა ლიგა და 39 მატჩი ინგლისის მაისურით.

მაგრამ ამით არ სრულდება. რობი სევეჯიმ ასეულობით მატჩის გარდა პრემიერლიგაში, ასევე ჩაატარა 39 მატჩი უელსის ნაკრებში; კიტ გილესპი- 68-ჯერ გამოვიდა ჩრდილოეთ ირლანდიის მაისურით; ბენ ტორნლი აუცილებლად ითამაშებდა ინგლისის ნაკრებში, რომ არა ტრავმა. ასევე, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ კრის კასპერი, კევინ პილკინგტონი და საიმონ დევისი- ყველა არაჩვეულებრივი ფეხბურთელი, რომლებიც პროფესიონალურ დონეზე თამაშობდნენ.

რატომ ვიყავით ასეთი განსაკუთრებულები? ნიჭზე საუბარი, ალბათ, ძალიან ბანალური იქნება. გიგზი, ბექჰემი, სქოულზი, ბატი იშვიათი მოსავალია, რომელიც ჩვენმა სკაუტების სისტემამ აღმოაჩინა. ამასთან ერთად, გამარჯვების წყურვილი დაგვდევდა. "პრაქტიკა ქმნის ფეხბურთელებს"- ხშირად გვეუბნებოდა მწვრთნელი. მაგრამ ამის შეხსენება არცერთ ჩვენგანს არ სჭირდებოდა. თავს თავდებ, ვერსად ვერ შეხვდებით 16 წლის ფეხბურთელებს, რომლებიც იმდენს ვარჯიშობდნენ, რამდენსაც 1992 წლის თაობა "იუნაიტედში".

არ მინდა, იმ ვეტერანების კატეგორიას ვგავდე, ვინც ახალგაზრდებს თავიანთი მიდგომით ვარჯიშის მიმართ აკრიტიკებს, მაგრამ უდავოდ, ჩვენ საუკეთესო დისციპლინა გვქონდა გუნდში. იმ დროს ვფიქრობდით, რომ ეს ნორმალური იყო, მაგრამ როდესაც წარსულში ვიყურები, შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ არაორდინალური ჯგუფი ვიყავით.

მატჩის დროს თამაშიც გვიყვარდა და მუშაობაც. არაფერია გასაკვირი იმაში, რომ თითოეულმა ჩვენგანმა 30 წელზე ზემოთ დაასრულა კარიერა, გიგზი სრულიად სხვა საკითხია. ჩვენ გვინდოდა, რომ თითოეული მომენტიდან კარიერაში სიამოვნება მიგვეღო.

ჩემს შემთხვევაში, კარიერის დასრულების მიზეზი შეცდომების შიში იყო. როდესაც თამაში დავიწყე, მამაჩემმა მითხრა: "გარი, ითამაშე ისე, რომ არ გქონდეს შერძნება, თითქოს შეგეძლო, უკეთ გეთამაშა". ალბათ, ყველა მამა ასე ლაპარაკობს, მაგრამ ეს ფრაზა სამუდამოდ გამიჯდა გულში.

თუ ვამჩნევდი, რომ ჩემი მარცხენა მატყუებდა, უბრალოდ ვიღებდი ბურთს და გავდიოდი გარეთ. საათის განმავლობაში, კედელს ბურთდ გაუჩერებლად ვურტყამდი. ერთხელ ფიზიკური ვარჯიშის შემდეგ "კლიფზე" დავრჩი და აგურის კედელს ვურტყამდი ბურთს. მარცხენა, მარჯვენა, მარცხენა, მარჯვენა, მარცხენა, მარჯვენა-და ასე ასეულობით. ამის გამო "საქმოსანი'' შემარქვეს, რასაც დღემდე მეძახიან.

მაგრამ მე ვაგრძელებდი ამის კეთებას ექვსი თვის და შემდეგაც, რამდენიმე წლის განმავლობაში.

გახურების მიზნით, ჩვენ ლიტლტონ როუდის მოედნებზე დავრბოდით. ერთ მშვენიერ დღეს ჩვენ მოგვეჩვენა, რომ ძალიან ნელა დავრბოდით და მაშინ ჩვენ ოთხივემ- მე, ბექსმა, სავმა და კასპიმ გავიფიქრეთ- "ააჰ, ჯანდაბას!" და ავუჩქარეთ და ჩამოვიტოვეთ მთელი დანარჩენი ჯგუფი. მომდევნო დღეს ჩვენ ანალოგიური გავაკეთეთ, მაგრამ ამჯერად ჩვენთან ერთად კიდევ ექვსი ან შვიდი ფეხბურთელი გამოგვყვა.

ამბობენ, რომ ერიკ კანტონამ ასწავლა "იუნაიტედის" ფეხბურთელებს დამატებითი ვარჯიში და მან შეცვალა ვარჯიშის სტილი. ალბათ, ეს სამართლიანიცაა, მაგრამ ამას მთელი ჩვენი ჯგუფი უკვე 16 წლის ასაკში აკეთებდა. ჩვენ შეშლილები ვიყავით იმაზე, რომ გვინდოდა უკეთესები გავმხდარიყავით. ჩვენი ოცნება იყო გვეთამაშა "იუნაიტედის" შემადგენლობაში.

მზად ვიყავი, ცხოვრებიდან ყველაფერი ამომეღო ოჯახისა და ფეხბურთის გარდა. თუ თამაში შაბათს იყო, მაშინ მე 9:15-ზე ვწვებოდი ხუთშაბათსა და პარასკევს. მე ნამდვილი რობოტი ვიყავი.

დავკარგე სკოლის ყველა მეგობარი და მას შემდეგ არცერთი არ მინახავს. სიმართლე რომ გითხრათ, გადავწყვიტე ახალი მეგობრები შემეძინა გუნდიდან, რომლებსაც იგივე მიზნები ჰქონდათ, როგორიც მე. რამდენადაც ვიცი, პროფესიონალი სპორტსმენების ცხოვრება ძალზედ განსხვავდება ჩვეულებრივი ცხოვრებისგან. ბარები, ლუდი და დროს ტარება კარგი იყო, მაგრამ მე არ ვიცოდი, როგორ შემეთავსა ეს ყველაფერი "იუნაიტედთან".

16 წლიდან 20 წლამდე ყველანაირი კავშირი გავწყვიტე ქალებთან (სიმართლე გითხრათ, ძალიან გამაღიზიანებელი იყო). მათთან ერთად კინოში და კაფეში მომიწევდა სიარული პარასკევობით. ელოდებოდნენ ჩემს ზარს და მე მათი სურვილების დასაკმაყოფილებლად ყოველგვარ დასვენებებზე უარის თქმა მომიწევდა.

რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, რომ სხვები უფრო მეტის უფლებას აძლევდნენ საკუთარ თავს. სქოულზი და ბატი ყოველ პარასკევს ლუდს სვამდნენ. ბექს, კასპისსა და ბენს ყოველთვის მიმზიდველი მეგობარი გოგოები ჰყავდათ. მაგრამ მე არ მქონდა ისეთი ნიჭი, როგორც მათ, ამიტომ თავს უფლებას ვერ მივცემდი, მსგავსი საქციელი ჩამედინა.

არაფერს არ მივცემდი უფლებას, ხელი შეეშალა ჩემი მთავარი მიზნის მისაღწევად, არც ჩემს სიყვარულს კრიკეტის მიმართ. სამწუხაროა, რადგან კრიკეტს საკმაოდ კარგ დონეზე ვთამაშობდი. ერთხელ ჩვენ მეტიუ ჰეიდენი შემოგვიერთდა და ესტლი ბრიჯის წინააღმდეგ ორივემ 236 ქულა მოვაგროვეთ. მან განაგრძო კრიკეტის თამაში და ეროვნულ ნაკრებში ასზე მეტი მატჩი ჩაატარა, ჩემთვის კი ის მატჩი უკანასკნელი ‘’დიდი“ ინინგები გამოდგა. ჩვენი გრანდიოზული შედეგის შესახებ ადგილობრივ გაზეთებში დაწერეს და, ალბათ, ვიღაცამ ერიკს მოუყვა.

ამ ამბის გაგების შემდეგ, ჩემთან მოვარდა სიტყვებით: „რა ჯანდაბად გინდა ეს? შეეშვი მაგ საქმეს!“

ასე დასრულდა ჩემი ბეტსმენის კარიერა (კრიკეტში- მოთამაშე ჩოგნით, რომელიც ბურთს იგერიებს).

ერიკს მოსწონდა ჩემი მიზანდასახულობა. ალბათ, ჩემში საკუთარი თავის პატარა ანარეკლი იპოვა. რამდენიმე თვის შემდეგ, მან ყველა თავის ოფისში დაგვიბარა, რათა ჩვენს პერსპექტივებზე ესაუბრა.

მასთან დიდხანს არ გავჩერებულვარ, უბრალოდ მითხრა: „ძალიან გამაკვირვე. საკმაოდ კარგი შანსები გაქვს.“

ეს უდიდესი სიტყვები იყო, რაც კი გამიგონია.
გარი ნევილის ავტობიოგრაფია
8 კომენტარი
№1
ავტორი: ViDa
4 დეკემბერი 2015 18:21
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
რაღაც მხრივ ფერგიუსონის ბოლო ნაწილი და ეს ავსებენ ერთმანეთს. ვინც წაიკითხა ალბათ მიხვდება.

ძალიან მონდომებული ფეხბურთელი იყო გარი და არსად არ მალავს იმას, რომ არანაირი განსაკუთრებული ნიჭი არ ჰქონდა, უბრალოდ მონდომებით და მიზანდასახულობით მიაღწია ყველაფერს!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№2
ავტორი: GeorgeBest
4 დეკემბერი 2015 18:30
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ცუდი ბავშვობა ჰქონია wink ერთი სიამოვნებაა ამის კითხვა მართლა და არც მომბეზრდება არასდროს

ყველაფერი ძალიან მაგრადაა გადმოცემული, მითუმეტეს ეს თაობა ყველასთვის საინტერესოა winked
0
№3
ავტორი: RojoDiablo
4 დეკემბერი 2015 18:45
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
გიგზს რომ შეხედავ, რას იფიქრებ ასეთი ონავარი თუ იყო. ყველანაირ დეტალს სიამოვნებით მოვისმენდი ამ თაობის ხალხისგან.

ისე, ქალებს არ ვეკარებოდიო ისე თქვა, თითქოს შანსი ჰქონდა. ბექსი რომ ჩაუვლის ქალს მერე შენ ვინ შემოგხედავს, შე ოხერო wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: Wardell
4 დეკემბერი 2015 19:05
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
აუუუუ wink ქურდი ზონაშიც ექნებათ ამათ ნათამაშები wink

ესეთი ტრადიციები და მონათვლები ეხლაც არის შემორჩენილი, სხვადასხვა სპორტში, ნამდვილად არ ვიცი "იუნაიტედში" რას აკეთებინებენ პატარებს, მაგრამ კალათბურთის გუნდებიდან ბევრგან მსმენია სხვადასხვა საოცრებების შესახებ wink wink

ეეეჰ რა კაი დრო იყო მაშინ, რა ხალხი, რა მწვრთნელი, რა ფეხბურთი.
0
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
4 დეკემბერი 2015 19:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
wink wink wink პირველ ნაწილზე მაგრად ვიცინე რაა , რეებს უშვრებოდნენ თურმე wink wink
წასაკითხად კი სასაცილოა, მაგრამ როგორც გარიმ აღნიშნა ეს ალბათ აუცილებელი რამ იყო, რათა შემდეგ ესეთი მაგარი ფეხბურთელები გამოსულიყვნენ. ჩემი აზრით მათ პატარაობიდანვე უნდა სცოდნოდათ, რომ ადვილად არაფერი არ გამოუვიდოდათ და ესეთი რამე სწორად მაგიტო იყო საჭირო.
0
№6
ავტორი: Count Alucard
4 დეკემბერი 2015 20:56
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
არამგონია ოდესმე ასეთი ენთუზიაზმით სავსე თაობა ეღირსოს ფეხბურთს, მათი მოტივი წარმატება იყო და არა ფული, ეს არის მთავარი რაც განაპირობა ტიტულები და ასეთი მონდომებული ახალგაზრდები ძალიან ცოტაა დღევანდელ ფეხბურთში recourse
0
№7
ავტორი: ilker
4 დეკემბერი 2015 21:48
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 290
RojoDiablo,
აბაა ბექემის გვერდით, მართლა ვინ გახედავდა ამათ.

გარი მაგარი პირდაპირია, რაც დასაფასებელი თვისებაა. თითოეულ დეტალს უდიდეს ყურადღევას უთმობს და დაუფარავად საუბრობს
0
№8
ავტორი: Mufc7
5 დეკემბერი 2015 11:36
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
იმდენად საინტერესოდ ყვება და იმდენად მაინტერესებს მეც მისი ნათქვამი თითოეული წინადადება, რომ დაუსრულებლად ''მოვუსმენდი''. თვალწინ დამიდგა ყველაფერი, მინდა იმ დროში დაბრუნება და მათ პერიოდში დიდხანს დარჩენა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top