თბილისი:
მანჩესტერი:
3-12-2015, 21:55
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2892,
კომენტარები: 7
როხოს მხრის ტრავმა აქვს
მარკოს როხო გუნდს დიდი ხნით ვერ დაეხმარება.
როხოს მხრის ტრავმა აქვს
"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველმა მარკოს როხომ ვარჯიშზე მხარი ამოიგდო და ამის გამო რამდენიმე კვირას გამოტოვებს.

ბოლო კვირების განმავლობაში სწორედ 25 წლის არგენტინელი ცვლიდა ტრავმირებულ ლუკ შოუს, თუმცა პრემიერ ლიგის გასულ მატჩში, რომელიც "იუნაიტედმა" "ლესტერის" წინააღმდეგ ჩაატარა, როხოს მონაწილეობა არ მიუღია.

ლუი ვან გაალმა "ქინგ პაუერ სტედიუმზე" მარცხენა მცველად ათამაშა დეილი ბლინდი, რომელიც მიმდინარე სეზონს ცენტრალური მცველის პოზიციაზე ატარებს.

მარკოს როხოს შესაძლოა, ტრავმის რეციდივიც აღმოაჩნდეს, რადგან მან სწორედ ის მხარი დაიზიანა, რომელიც გასულ წელს "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში. აღნიშნული ტრავმის შემდეგ მაშინ როხო ოპერაციას გადაურჩა, თუმცა ერთი თვის განმავლობაში ვერ ახერხებდა თამაშს.

როგორც მოსალოდნელია, ხვალ ვან გაალი პრესკონფერენციაზე დეტალურად ისაუბრებს ვარჯიშზე მომხდარი ფაქტის შესახებ და განაცხადებს, დასჭირდება თუ არა არგენტინელს ოპერაცია.

წყარო: mirror
ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: ALEXFERGUSON
3 დეკემბერი 2015 22:00
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
ეს რა ჭირიანია იმენა რა. სუ რაღაც ემართება.
0
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
3 დეკემბერი 2015 22:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ჯონსი 2-ია ეს areyoukiddingme
0
№3
ავტორი: GeorgeBest
3 დეკემბერი 2015 22:36
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მარცხენა ფლანგს კიდე ეშველება რამე, აი მარჯვნივ დარმიანიც რო ვალენსია გახდა ეგაა უბედურება
0
№4
ავტორი: RojoDiablo
4 დეკემბერი 2015 09:21
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ისევ სამი მცველით გვათამაშებს, იმიტომ, რომ მოეწონა ლუის წინა შეხვედრაში ეს სქემა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: AkkRed
4 დეკემბერი 2015 10:56
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ფლანგებიდან ისევ გაგვალპობენ
0
№6
ავტორი: Count Alucard
4 დეკემბერი 2015 10:58
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ჯონსთან ახლოს ძმაკაცობს ეტყობა და იმან ასწავლა უწყინარ სიტუაციაში დალეწვის ხელოვნება...
0
№7
ავტორი: Best 7
4 დეკემბერი 2015 13:11
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
მაგრა არ მევასება ეგ როხო მარა რას იზამ შოუ რო არაა მაგრამ ესეც რო დაიმტვრა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top