"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მცველმა რიო ფერდინანდმა განაცხადა, რომ კრიშტიანუ რონალდუ კარინგტონზე მოსვლის შემდეგ სირცხვილის გამო იმალებოდა.
2009 წელს მადრიდის "რეალში" გადასვლის შემდეგ რონალდუ კლუბის რეკორდსმენი გახდა გატანილი გოლების მიხედვით, თუმცა ფერდინანდი აღნიშნავს, რომ თავდაპირველად მას ცუდი დარტყმა ჰქონდა.
"რონალდუს ცუდი დარტყმა ჰქონდა. ძლიერად ურტყამდა, მაგრამ ბურთი სად მიდიოდა თვითონაც არ იცოდა. ვარჯიშების შემდეგ თვალს ეფარებოდა, რადგან რცხვენოდა.
ბურთებიანი ჩანთა ჰქონდა და მოედნის სხვა მხარეს მიდიოდა, სადაც ხის უკან დაიმალებოდა", - განუცხადა რიო ფერდინანდმა Daily Mail-ს.