ანდერ ერერა თავს ბედნიერად გრძნობს.
"იუნაიტედის" ესპანელი ნახევარმცველი, ანდერ ერერა უარყოფს იმ ჭორებს, თითქოსდა თავს უბედურად გრძნობდეს მანჩესტერში. ცნობების თანახმად, იგი ლუი ვან გაალთან ღია საუბრებს ითხოვდა თავის მომავალთან დაკავშირებით. მაგრამ ანდერმა პასუხი არ დააყოვნა და სოციალური ქსელის დახმარებით განაცხადა, რომ ის ინგლისში ბედნიერია.
ერერამ თავის Facebook გვერდზე ფოტო დადო, სადაც თავისი ინტერვიუა წარმოდგენილი. სტატიას თან ახლავს მისივე სიტყვები:
"მე არ მინდა ამ ოცნების დასრულება." 29 მილიონად შეძენილი ნახევარმცელი ვან გაალის მმართველობის ქვეშ სათამაშო დროის დეფიციტს განიცდის. მიუხედავად იმისა, რომ იგი ძალიან პოპულარულია ფანებში, მან ამ სეზონში მხოლოდ 6 ჯერ დაიწყო ძირითადი შემადგენლობიდან თამაში.
ფანების უმეტესობა უკმაყოფილოა ვან გაალის თამაშის სტილით. ისინი უფრო შემტევ ფეხუბრთს ითხოვენ, რისი პოტენციალიც ერერაში ნამდვილად იგრძნობა. ეს უკანასკნელი ჯერ კიდევ იბრძბის გუნდში ადგილის დასამკვიდრებლად და კონკურენციის გაწევა ხუან მატასთან, მორგან შნეიდერლინთან, მაიკლ ქერიქთან და ბასტიან შვაინშტაიგერთან უწევს.
მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე ერერამ 14 მატჩი ჩაატარა და 3 გოლის გატანა შეძლო.
წყარო:
M.E.N