"მანჩესტერ იუნაიტედმა" კონკრეტული ნაბიჯები გადადგა "პარიზ სენ-ჟერმენის" თავდამსხმელის, ედინსონ კავანის შესაძენად.
ფრანგული გამოცემა L’Equipe აცხადებს, რომ "წითლები" ურუგვაელ ფორვარდთან უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებებს.
კავანი პარიზელთა შემადგენლობაში ზლატან იბრაჰიმოვიჩის ჩრდილქვეშ ექცევა, რამეთუ მისთვის შესაფერისი პოზიცია შვედს უჭირავს, ხოლო კავანი ფლანგზე თამაშობს.
პსჟ-ს მთავარი მწვრთნელი, ლორან ბლანი გუნდის შეტევაში ცვლილებების შეტანას აპირებს და მათი ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნე მადრიდის "რეალის" ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუა.
პორტუგალიელის გადაბირება ურუგვაელს კიდევ უფრო შეუმცირებს საზღვრებს შეტევაში, რამაც შეიძლება, გუნდის დატოვებისკენ უბიძგოს, თუმცა თავად ფრანგულ კლუბს არ სურს მასთან განშორება.