თბილისი:
მანჩესტერი:
3-12-2015, 15:58
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3553,
კომენტარები: 12
"არცერთი ფეხბურთელია უფრო დიდი, ვიდრე "მანჩესტერ იუნაიტედი"
"ლივერპულის" ყოფილი ფეხბურთელის გაფრთხილება ვან გაალს.
"იუნაიტედის" კაპიტანი თავისი თამაშის გამო მიმდინარე სეზონში არაერთხელ მოექცა კრიტიკის ქვეშ.

უეინ რუნის ანგარიშზე პრემიერ ლიგაში ჩატარებული 14 ტურის შემდეგ მხოლოდ ორი გოლია.

"ლივერპულის" ყოფილი თავდამსხმელი სტენ კოლიმორი კი ვან გაალს ურჩევს, ასეთი ფორვარდი გუნდიდან მოიშოროს და შეიძინოს მოთამაშე, რომელიც გოლებს გაიტანს.

"ისტორიულად, იგი დიდებული ფეხბურთელია. მაგრამ არ არსებობს ფეხბურთელი, რომელიც უფრო დიდებულია, ვიდრე საფეხბურთო კლუბი "მანჩესტერ იუნაიტედი". არცერთი ფეხბურთელის გავლენამ არ უნდა დაჩრდილოს ინგლისში ფორმაში მყოფი ფეხბურთელი.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერ ლიგაში მიმდინარე სეზონში 4 მატჩი ითამაშა ფრედ. უეინს იმის გამო უხდიან, რომ ასეთ მატჩებში ცვლილება შეიტანოს. ეს რომ მოეხერხებინა, ახლა "იუნაიტედი" 5 ქულით დაწინაურებული იქნებოდა პირველ ადგილზე.

ეს რუნის დასასრულია, სანამ "მანჩესტერ იუნაიტედს" არ დატოვებს. ვფიქრობ, სერ ალექსი მას თავიდან მოიშორებდა, მაგრამ მან იცოდა, რომ ერთ დღეს ასეთი გადაწყვეტილების გამოტანა მოუწევდა. ამიტომ ეს პოლიტიკური თავსატეხი სხვას დაუტოვა".
ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
3 დეკემბერი 2015 16:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
კოლიმორ მილნერი რო კაპიტანი გეყოლებათ რუნიზე როგორ იძახი გუნდიდან უნდა წავიდესო???

ჯერ რუნი ისევ საჭიროა გუნდში და ყველას გვაქვს იმედი, რომ რუნი ძველ ფორმას დაიბრუნებს.
0
№2
ავტორი: GeorgeBest
3 დეკემბერი 2015 16:59
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რუნი ამაზე მაგარ ფორმაში მყოფი დაუსვამს სკამზე. ბევრი აკრიტიკებდა მახსოვს ამის გამო, რეალთან წაგებასაც აბრალებდნენ მაგრამ სწორი გადაწყვეტილება იყო
0
№3
ავტორი: dachi_mu
3 დეკემბერი 2015 17:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
her erti vin Chemi yveris tkipaaa eg..dzan meechveba tan ketili survilebit urchevdes magas :D yvelam traki daayenos ra :D
0
№4
ავტორი: AkkRed
3 დეკემბერი 2015 17:33
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
რუნიმ ფორმა დაიბრუნოს და მერე ნახოს ამან რომელია გუნდიდან გაგდება
0
№5
ავტორი: JuanMata
3 დეკემბერი 2015 17:40
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ერთი გრამატიკული კომენტარი მაქვს.
ორმაგი უარყოფა მაშინაა დაუშვებელი ისიც ზოგიერთ შემთხვევაში, როცა ორი უარყოფის გამომხატველი სიტყვა გვერდიგვერდაა წინადადებაში:

არავინ არ იყო - არავინ იყო.

მაგრამ როცა უარყოფითი ნაწილაკები (თუ სიტყვები) გათიშულია ერთმანეთისგა სხვა სიტყვით, მაშინ უბრალოდ დაშვებული კი არა, აუცილებელია ორმაგი უარყოფის გამოყენება.

არც ერთი ფეხბურთელი არის - არც ერთი ფეხბურთელი არ არის.

ახლა სათაურის წინადადება ნორმალურად გხვდებათ ვინმეს ყურში?
0
№6
ავტორი: ViDa
3 დეკემბერი 2015 18:06
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
JuanMata,
ყურში სათაური როდის მერე ხვდება?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№7
ავტორი: JuanMata
3 დეკემბერი 2015 18:51
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ViDa
მას შემდეგ რაც სათაურს წაიკითხავ. wink


ნუ ბრაზდებით, არც მე ვარ შანიძე და არ ვარ დაგეშილი წვრილ-წვრილ გრამატიკულ შეცდომებზე, უბრალო ძალიან ბევრჯერ შემხვდა ამ საიტზე ესეთი ფრაზა, რაც მნიშვნელობას უკარგავს ხანდახან წინადადებას და კომენტარი გავაკეთე ამაზე.

რაც შეეხება ამ სტენ კოლიმორს, ვეთანხმები, გუნდი უფრო მაღლა დგას ვიდრე ცალკეული ფეხბურთელი.
0
№8
ავტორი: makaveli
3 დეკემბერი 2015 19:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
ყველაფერი ყველაფერი მარა იუნაიტედის ყოფილი კაპიტანი როდიდან არი ვაზა?
0
№9
ავტორი: RojoDiablo
3 დეკემბერი 2015 21:41
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
JuanMata,
არა, პირიქით, თუ შენიშვნას ნახავ და გვაცნობებ, მადლობელი დაგრჩები. შენიშვნის მიცემის ხერხებს გააჩნია, შენი ხერხი სრულიად მისაღებია ჩემთვის.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№10
ავტორი: Wardell
3 დეკემბერი 2015 22:40
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
ბევრგან წავიკითხე, ფერგი რო იყოს ეხლა რუნი იფრენდაო და გამეცინა :)))) ფერგი რო იყო ბოლოს რუნი სკამზე იჯდა ხოლმე და ღირსიც იყო. არც ეხლა აწყენდა, ისევ გუნდის ინტერესების ამბავში.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top