Tuttosport-ი იტყობინება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" "ანდერლეხტის" ფეხბურთელის, იური ტილემანსის შეძენას აპირებს, რომელიც მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ მოთამაშედ ითვლება.
ტილემანსი, რომელიც 18 წლის გახლავთ, "ანდერლეხტის" შეუცვლელი ფიგურაა და მისი კონტრაქტი 2020 წლამდე არის გათვლილი.
მიუხედავად შეთანხმების ხანგრძლივი ვადისა, ევროპის რამდენიმე კლუბი ცდილობს მოზარდი ფეხბურთელის გადაბირებას.
მათ შორის "მანჩესტერ იუნაიტედი" და "იუვენტუსიც" არიან და სწორედ ეს ორი გუნდი შეეცილება ერთმანეთს ფეხბურთელის შეძენაში.
თუმცა ტილემანსის შეძენა მადრიდის "ატლეტიკოსაც" სურს.