თბილისი:
მანჩესტერი:
2-12-2015, 14:17
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2683,
კომენტარები: 10
"რუნის ცუდი თამაში მწვრთნელის ბრალია"
მეტ ლე ტისიეს აზრით, ინგლისელი ფეხბურთელის ცუდი ფორმა ვან გაალის ბრალია.
"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტნის კრიტიკა ბოლო კვირაში კიდევ უფრო გაძლიერდა, მაგრამ ყველა არ ფიქრობს, რომ რუნი თავად არის დამნაშავე თავის ცუდ თამაშში.

მეტ ლე ტისიე უეინ რუნის ასეთ თამაშს მწვრთნელსა და მის შეხედულებას აბრალებს.

"რუნი იმიტომ არის ასეთ ფორმაში, რომ "იუნაიტედმა" თავისი მიდგომა "ჩვენ ყველა თამაშს მოვიგებთ, რადგან საუკეთესო ფეხბურთელები გვყავს" შეცვალა მიდგომით - "პირველ რიგში, არ უნდა დავმარცხდეთ და ეს არის მთავარი".

ცუდ ფორმაშია, რადგან ისე ხშირად აღარ უტევენ, ვიდრე მაშინ, როცა სჯეროდათ, რომ ნებისმიერ ვინმეს გაუტანდნენ, ვის წინააღმდეგაც უნდა ეთამაშათ.

ეს ყველაზე ხანგრძლივი ჩავარდნაა, რაც კი გვინახავს. რუნის ცუდად ადრეც უთამაშია, მაგრამ არ მახსენდება, რომ ეს ასე დიდხანს გაგრძელებულიყო".


წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
2 დეკემბერი 2015 14:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
კარუჩე გადაუარეს ცალკე ჯერ რუნის, მერე მთლიანად გუნდს და საბოლოოდ ვან გაალსაც მიადგნენ. კი ბატონო უმეტეს შემთხვევაში მწვრთნელია პასუხისმგებელი, მაგრამ მოდი ფეხბურთელის უუნარობას ვან გაალს ნუ დააბრალებენ რაა. არავის არ უთქვია რუნის, რომ ფორმიდან ამოვარდი და გოლები აღარ გაიტანოო, მითუმეტეს ვან გაალს და ყველაფრის შეტენვა ვან გაალისთვის რა პონტია ვერ ვხვდები რა.
0
№2
ავტორი: AkkRed
2 დეკემბერი 2015 15:00
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
"ჩვენ ყველა თამაშს მოვიგებთ, რადგან საუკეთესო ფეხბურთელები გვყავს" შეცვალა მიდგომით "პირველ რიგში არ უნდა დავმარცხდეთ და ეს არის მთავარი".


ამაზე მეტი სიმართლე რაღა გინდათ ვერ ვხდები. მართლაც ასეა, გუნდი მოსაგებად კი არა, რომ არ წააგოს მასეთი სტიმულით გამოდის და ყველაფერს ეგ ასვამს დაღს. არ შეიძლება გუნდის ისე დამუხტვა, რომ მთავარია არ წააგონ.
0
№3
ავტორი: RojoDiablo
2 დეკემბერი 2015 16:04
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
გავლენა მწვრთნელს უდიდესი აქვს ფეხბურთელზე და მე არ ვემხრობი აზრს, რომლის თანახმად სულერთია, ვინ გაწვრთნის გუნდს, თუმცა ერთი რამის უფრო მჯერა. ფეხბურთელი უნდა მოერგოს გუნდს და არა პირიქით. ახლა კი რუნი უნდა მოერგოს ვან გაალის გუნდს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: UTD-Rule
2 დეკემბერი 2015 16:14
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
არამგონია რუნის ცუდ ფორმაში ყოფნა მხოლოდ მწვრთნელის ბრალი იყოს..

აშკარაა რომ რამდენიმე მატჩით სკამზე ჯდომა სჭირდება რუნის what
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№5
ავტორი: mamuka 4
2 დეკემბერი 2015 17:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 44
ვან გაალის ფილოსოფია სმოლინგს გარდა ვერავინ ვერ მოერგო ეგეც იმიტომ რომ ცენტრალური მცველია. ახლა ა ვიცი მაგრამ მეორე სეზოში ასე თუ გააგრძელა უნდა გაუშვან ჩ
ემი აზრით.
0
№6
ავტორი: GeorgeBest
2 დეკემბერი 2015 17:27
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ბევრი რამაა ვან გაალის ბრალი მაგრამ რუნის ცუდი ფორმა ნაღდად არა. რამდენ პოზიციაზე მოსინჯეს უკვე და ყველგან ერთია
0
№7
ავტორი: Wardell
2 დეკემბერი 2015 19:40
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
აი რა, რა და რუნის ფორმა ნაღდად არაა ვან გაალის ბრალი, შეიძლება დააბრალო რო გუნდს სულისკვეთება აკლია, მონდომება მარა აიი რუნი რო კაცს ვერ ატყუებს, პასს ვერ აკეთებს, 1-1ზე გასული მცველს ელოდება რო წაართვას და მსაჯთან ტლიკინის მეტს არაფერს აკეთებს მაგას მაინც ნუ შევტენით ვან გაალს.
0
№8
ავტორი: Best 7
2 დეკემბერი 2015 21:24
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
რუნის ბრალია 80%!
0
№9
ავტორი: Mufc7
2 დეკემბერი 2015 22:43
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
შეაწერეს ყველაფერი ვან გაალს, რაც მართლა მისი ბრალია, ისიც ეყოფა იმ კაცს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№10
ავტორი: dachi_mu
3 დეკემბერი 2015 09:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
შეიძლება არაა ლუის ბრალი მარა ფაქტი ფაქტად რჩება.. ყავდა ფალკაო.ყავდა დი მარია..ყავდა ველბეკი.ყავდა ვამ პერსი ყავდა ჩიჩარიტო..ყავდა ნანი... აქედან ყველა გაუაშვა იმიტო რო დონე დაუწუნა ხომ? ჯერ იმას ვიტყვი რო ბაბუს ხალხი იყო ნუ ორის გარდა ყველა... წავიდეთ ვნახოდ რას შვრება ჩიჩარიტო ხომ? და რას შვრება? გოლი გოლზე გააქვს.. ნანის 13 თამაშში ჩემპიონატში 5 გოლი აქვს გატანილი და ასისტები. არ ვიცი რამდენი მარა 5-ზე მეტი მე ვუყურე მარტო.. რობინასაც 5 გოლი აქ შეგდებული.. დი მარია დაფრინავს ... ველბეკი დაიმტვრა თორემ მშვენიერი იყო არსენალში.. ტოტენჰემს ყავს პოჩეტინო ხო? რამდენი თამაში წააგო? და ისიც როგორ .რა ვთქვად ეხლა რო ჩვენზე მაგარი სასტავი ყავს? ამას თურმე ბეილი და რონალდო უნდა რო სისწრაფე შექმნას... :) თქვენთვითონ გააკეთეთ დასკვნა... მარა იცოდეთ ფსიქოლოგია ადამიანში ყველაზე დიდი რამაა...და ჩვენი სვარშიკა ბურთის ყველა დაკარგვას ინიშნავს და ისე ადგენს სასტავს..ამიტო მწვავე პასის გაკეთება არავის უნდა :)
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top