"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ნახევარმცველი რობი სევეჯი თავის ყოფილ კლუბს ურჩევს, "ლესტერ სიტიდან" ჯეიმი ვარდი შეიძინოს.
"მელიების" ფორვარდმა შაბათს "იუნაიტედის" წინააღმდეგ მატჩში მეთერთმეტედ გაიტანა პრემიერ ლიგაში ჩატარებულ ზედიზედ 11 მატში, რითაც რუდ ვან ნისტელროის რეკორდი დაამხო, სევეჯს კი მიაჩნია, რომ ჯეიმი "იუნაიტედისთვის" იდეალური ფეხბურთელი იქნებოდა.
"მისი მიღწევა უბრალოდ დაუჯერებელია. ვარდი არ თამაშობს არც "არსენალში" ან "იუნაიტედში" და არც "სიტიში". მიმდინარე სეზონში 20 გოლი გაიტანა და ჩემთვის ეს საკმარისია, რომ წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს.
მე რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ვიყო, ვარდის შევიძენდი. ის სიმწვავეს შემატებდა. ვენმემ იანვარში შეთავაზება რომ გააკეთოს და მან წასვლა ითხოვოს, არა მგონია, თანაგუნდელებს გაუკვირდეთ, რადგან წარმატებას ასაკში მიაღწია.
ალბათ, ფიქრობს, რომ "ლესტერს" ამბიცია აქვს. თუ "ლესტერი" ტოპ-ექვსეულში აპირებს სეზონის დასრულებას, ვნახოთ, ვის შეიძენენ იანვარში. ახლა ფეხბურთელებს ვერ იწვევენ, მაგრამ თუ მოახერხებენ, შეიძლება ევროპაში ითამაშონ. ამის გაფიქრებაც კი დაუჯერებელია. თუკი მარეზსა და ვარდის შეინარჩუნებენ, თანაც ორ ან სამ კარგ ფეხბურთელს დაუმატებენ, ამ შესაძლებლობას მიიღებენ".