"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მცველი პოლ პარკერი ფიქრობს, რომ ლუი ვან გაალის ხელმძღვანელობის ქვეშ ენტონი მარსიალი და მემფის დეპაი თავს ცუდად გრძნობენ.
პარკერმა Eurosport-ს განუცხადა:
"სერ ალექს ფერგიუსონმა იცოდა, როგორ უნდა ეხელმძღვანელა ფეხბურთელებისთვის. როგორც კიმისი გუნდი იცვლებოდა, მმართველობის სტილს თვითონაც ცვლიდა.
ასე იქცეოდა და სწორედ ამიტომ მოიგო მისმა "მანჩესტერ იუნაიტედმა" 2013 წელს პრემიერ ლიგა. იღებდა თუ არა სიამოვნებას ამისგან? არა. მაგრამ მაინც აღწევდა.
როცა ლუი ვან გაალი მოვიდა, ვიფიქრე, რომ ისიც მოერგებოდა. მაგრამ ახლა გვაქვს სიტუაცია, რომელშიც იმყოფება მრავალი ფორმიდან ამოვარდნილი ფეხბურთელი და კითხვა გვიჩნდება, თუ რატომ თამაშობენ ასე ცუდად.
ვუყურებ მარსიალს და მის გამო ვღელავ. ის ჰგავს ბიჭს, რომელიც აღარ იცინის. არა მგონია, საკუთარი თამაშისგან სიამოვნებას იღებდეს.
ფორმა, რომელსაც დეპაი აჩვენებს, მხოლოდ იმის შედეგი არ არის, რომ პრემიერ ლიგაში თამაშობს. ეს ბიჭი თავს გარიყულად გრძნობს. იგი იმყოფება ქვეყანაში, რომელიც ოდნავ განსხვავდება ქვეყნისგან, საიდანაც ის არის, მაგრამ მაინც მილიონი მილით დაშორებულია.
ვან გაალი ფეხბურთელებში ღმერთივით შიშს თესავს.
ეს მისი სტილია. გუნდს ეგოისტურად ხელმძღვანელობს. ეს კი არავის მოსწონს. შესაძლოა, წარმატებული მწვრთნელია, მაგრამ უნდა ისწავლოს - თუნდაც მის ასაკში - როგორ გახდეს კარგი მწვრთნელი".
"ამჟამად უნდა ვთქვათ, რომ ამ გუნდს ვან გაალი არ უნდა წვრთნიდეს. მის განკარგულებაში მყოფი თითოეული ფეხბურთელი კარგი მოთამაშეა და ყოველთვის ცუდ ფეხბურთს არ თამაშობდნენ.
ვან გაალი საშინლად მკაცრია. ნებისმიერი ფეხბურთელი, რომელიც მის სურვილს არ ესადაგება, მოწყვეტილია. ის ეძებს მოთამაშეს, რომელმაც შეცდომა დაუშვა და შემდეგ მატჩში არ ათამაშებს".