თბილისი:
მანჩესტერი:
1-12-2015, 23:14
ავტორი: Wardell,
ნანახია: 2017,
კომენტარები: 9
ხმა მიეცით თვის საუკეთესო ფეხბურთელს
ნოემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელი.
ხმა მიეცით თვის საუკეთესო ფეხბურთელს
"მანჩესტერ იუნაიტედის" ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელის პრენტენდენტები კრის სმოლინგი, ბასტიან შვაინშტაიგერი და ჯესი ლინგარდი გახდნენ.

კრის სმოლინგი გასული თვის გამარჯვებულია და ამასთან, სეზონის დაწყების შემდეგ, ყოველთვე საუკეთესო სამეულში ხვდება. ინგლისელი მცველი ძალიან კარგ ფორმაშია და დაცვის ხაზის ნამდვილ ლიდერადაა ჩამოყალიბებული. მისი დიდი დამსახურებაა, რომ გუნდმა ნოემბერში ჩატარებული 5 მატჩიდან სამში კარი მშრალად შეინახა. მიუხედავად იმისა, რომ მას პარტნიორობას სხვადასხვა მცველები უწევდნენ, იგი მაინც გამორჩეული ფიგურა იყო მოედანზე.

ბასტიან შვაინშტაიგერმა უკანასკნელ შეხვედრაში "ლესტერის" წინააღმდეგ მოახერხა და სადებიუტო გოლი გაიტანა, თუმცა იმავა მატჩში მეორედ შეეძლო მეტოქის კარის აღება. გერმანელმა ასევე დიდი როლი ითამაშა, "უოთფორდთან" მოპოვებულ გამარჯვებაში, სწორედ მისი დარტყმის შემდეგ ჩაჭრა ბურთი საკუთარ კარში ტროი დინმა.

ჯესი ლინგარდი უკვე ახალ, მაღალ დონეზე აგრძელებს წარმატებით თამაშს, თუმცა ტრავმამ მისი სვლა შეაჩერა. ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში, "ცსკა"-ს წინააღმდეგ გაკეთებული საგოლე გადაცემის შემდეგ, "ვესტ ბრომთან" ჯესიმ უკვე სადებიუტო გოლის გატანაც მოახერხა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა. იგი აქტიური იყო "უოტფორდის" წინააღმდეგაც, სწორედ მისი დარტყმულის მოგერიების შემდეგ მიუვიდა ბურთი ბასტიანს, რის შემდეგაც გოლი გავიდა.

ხმა მიეცით ოფიციალურ საიტზე.


ვის მიეცით ხმა?

სმოლინგს
შვაინშტაიგერს
ლინგარდს

ახალი ამბები
9 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
1 დეკემბერი 2015 23:24
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
შვაინას მივეცი მაგრამ ლინგარდისთვის დიდი სტიმული იქნებოდა ეგ რო გამხდარიყო, უბრალოდ უშანსოდაა wink
0
№2
ავტორი: Wardell
1 დეკემბერი 2015 23:32
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
ძაან მინდა ჯესიმ მოიგოს, მარა იმენა 0 შანსი აქ. არადა ძაან გაუხარდებოდა პატარა ბიჭს, მოტივაციის ამბავშიც წაადგებოდა.
0
№3
ავტორი: ViDa
2 დეკემბერი 2015 02:05
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
მე მაინც სმოლინგს მივეცი ხმა :დდ ლინგარდიც იმსახურებდა ისე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№4
ავტორი: chudikone
2 დეკემბერი 2015 06:36
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
Smalldini!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№5
ავტორი: RojoDiablo
2 დეკემბერი 2015 08:28
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
Wardell,
შენ ბასტის მისცემდი ხმას, არა? belay
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: Wardell
2 დეკემბერი 2015 09:31
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
RojoDiablo,
თავი შევიკავე ხმის მიცემისგან what
0
№7
ავტორი: ვახო ( G G M U)
2 დეკემბერი 2015 10:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
სმოლინგს აქ ყოფნა გასაკვირი უკვე არავისთვის არაა, ჯესიმაც კარგი მატჩები ჩაატარა, მაგრამ შვაინას გოლები ძალიან გადამწყვეტი იყო ორივე თამაშში. ასე, რომ უდაოდ ბასტიანს ეკუთვნის ეს პრიზი love
0
№8
ავტორი: AkkRed
2 დეკემბერი 2015 10:24
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
Wardell,

რა პატარა ბიჭი ტიპი 22 წლისაა უკვე პენსიაზეა გასაშვები...


ბასტიანს "მიეცით".
0
№9
ავტორი: mamuka 4
2 დეკემბერი 2015 17:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 44
სმოლინგი დადგა უკვე , და გირსიც არის რო ხმა მივცე
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top