კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერში "რეალის" ვარსკვლავის დედა ჩაერთო.
კრიშტიანუ რონალდუს დედამ პორტუგალიელ ფეხბურთელს "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლისკენ მოუწოდა.
რონალდუს დედას, დოლორეს ავეიროს სურს, მისი შვილი "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნდეს, თუ კი მადრიდის "რეალს" დატოვებს.
რონალდუს გადაბირებას პსჟ-ც ცდილობს და მზად არის, მას კვირაში 250 ათასი ფუნტი გადაუხადოს, რადგან ზლატან იბრაჰიმოვიჩის შემცვლელს ეძებს.
მაგრამ რონალდუს დედა ამჯობინებს, რომ მისი შვილი მანჩესტერში გადავიდეს, რადგან მისი აზრით, ეს ფეხბურთელისა და უმცროსი კრიშტიანუსთვის უსაფრთხო იქნება.
დოლორესი პარიზში მომხდარი ბოლო დროინდელი ტერორისტული აქტების გამო შეშფოთებულია, ამიტომ საფრანგეთის დედაქალაქს სახიფათო ადგილად მიიჩნევს.
"იუნაიტედი" რონალდუს დაბრუნებას დიდი ხანია ცდილობს და მზად არის, მასში შესაბამისი თანხა გადაიხადოს. თავად პორტუგალიელს კი არაერთხელ უთქვამს, რომ მომავალში თავის ყოფილ კლუბში გადაბარგებას არ გამორიცხავს.
წყარო:
mirror