"მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელ ნახევამრმცველს, ანდერ ერერას სურს, ღია საუბრები გამართოს ლუი ვან გაალთან. მიუხედავად იმისა, რომ ანდერს არ აქვს გარანტია თავის სათამაშო დროზე, ის მაინც ფიქრობს, რომ გუნდისთვის სარგებლის მოტანა შეუძლია.
მიმდინარე სეზონში ერერამ მხოლოდ 6 მატჩში დაიწყო თამაში პირველივე წუთებიდან. გასულ სეზონში კი ოქტრომბის ბოლოდან თებერვლის შუა რიცხვებამდე ეს უკანასკნელი მხოლოდ ორჯერ მოხვდა სასტარტო შემადგენლობაში.
სანდო წყარო კი გამომცემლობა The Star-ს უცხადებს: "ვან გაალის მენეჯერობის ქვეშ, ანდერი განიცდის მისი სათამაშო დროის ნაკლებობას. ის თავს უსარგებლო ფეხბურთელად მიიჩნევს და არ იცის, რა როლი გააჩნია გუნდში. სიტუაცია უფრო და უფრო უარესდება და ანდერი ფიქრობს, რომ მისი კარიერა სტაგნაციის პერიოდშია. ასე რომ, მენეჯერთან საუბარი, ალბათ, მალე შედგება."
ასევე ცხადია, რომ "იუნაიტედის" ფანებს ძალიან არ მოსწონთ ერერას სიტუაცია. ისინი გამუდმებით მღერიან ესპანელის ჩანტს, როდესაც ერერა სათადარიგოთა სკამზე ზის. ასევე, ისიც ნათელია, რომ გუნდის გულშემატივართა უმრავლესობა ჰოლანდიელის მუშაობით უკმაყოფილოა.