"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოვეწლიური ხარჯის ნაწილი.
"მანჩესტერ იუნაიტედი" და "ლივერპული" ერთად თავიანთ საფეხბურთო აგენტებს გასული წლიდან 27 მლნ. ფუნტზე მეტს უხდიან, რაც პრემიერ ლიგამ დაადასტურა.
"იუნაიტედმა" ზაფხულში გუნდში ცვლილებები განახორციელა და მორგან შნეიდერლინის, ბასტიან შვაინშტაიგერისა და ენტონი მარსიალის სახით შეიძინა ფეხბურთელები, რომელთა საერთო ღირებულება 100 მლნ. ფუნტზე მეტია.
პრემიერ ლიგის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გუნდის გარდაქმნის პროცესში ლუი ვან გაალმა მოთამაშეების წარმომადგენლებს 13.8 მლნ. ფუნტი გადაუხადეს.
"ლივერპულმა" კი ამ მხრივ ყველაზე მეტი ხარჯი გასწია - 14.3 მლნ. - მათი რიგები მიმდინარე სეზონში კრისტიან ბენტეკემ, ადამ ბოგდანმა, ნათანიელ კლაინმა, რობერტო ფირმინომ, ჯო გომესმა, დენი ინგსმა და ჯეიმს მილნერმა შეავსეს.
რაც შეეხება "მანჩესტერ სიტის", ამ კლუბმა 12.4 მლნ. ფუნტი დახარჯა აგენტებზე, როცა კევინ დე ბრუინე და რაჰიმ სტერლინგი შეიძინა.
ორმა ლონდონურმა კლუბმა, "ჩელსიმ" და "არსენალმა" 11 მლნ. ფუნტზე მეტი.
პერიოდი 2014 წლის 1 ოქტომბრიდან 2015 წლის 30 სექტემბრამდე ვადას მოიცავს, მომდევნო მხარჯველები კი არიან "ვესტ ჰემი" - 7 მლნ. ფუნტი - და "ბორნმუთი", რომელმაც ყველაზე ნაკლები, 2.3 მლნ. ფუნტი გადაიხადა.
წყარო:
goal.com