30-11-2015, 23:41
ნანახია: 1313,
კომენტარები: 4
პირველი გუნდის სამი წევრი დღევანდელ მატჩში
დღევანდელ შეხვედრაში "იუნაიტედის" პირველი გუნდის სამი მოთამაშე ითამაშებს.
მარუან ფელაინი, სერხიო რომერო და ანდრეას პერეირა "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ლივერპულის" 21-წლამდელთა გუნდებს შორის მატჩში მიიღებენ მონაწილეობას.
"ვესტ ჰემთან" მატჩის წინ პირველი გუნდის წევრები სათამაშო პრაქტიკას ახალგაზრდულ დონეზე მიიღებენ.
შეხვედრაში იქნება და თავდასხმაში ითამაშებს ნიკ პაუელიც, "ლივერპულიდან" კი ხოსე ენრიკე.
"იუნაიტედი" ამჟამად მე-10 ადგილზე იმყოფება, "ლივერპული" კი ბოლოზე.
"მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობა: რომერო, ვარელა, ბორტუიკ-ჯექსონი, რაილი, ტუანზებე, გოსი, პერეირა, უეირი, ფელაინი, ჰაროპი, პაუელი.
სათადარიგო: ო'ჰარა, ფოსუ-მენსა, უილოკი, რედმონდი, რაშფორდი.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.