გთავაზობთ ფენტეზის ლიგის შედეგებს, საუკეთესო გუნდებსა და სხვა საინტერესო სიახლეებს.
პრემიერ ლიგა გახურდა და როგორც ყოველთვის უამრავ საინტერესო და დაძაბულ მატჩებს გვთავაზობს, ამ მხრივ გამონაკლისი არც მე-14 ტური ყოფილა, სადაც ბევრი კარგი შეხვედრა ჩატარდა და უამრავი გოლი გავიდა. დაძაბული ბრძოლა გრძელდება Redarmy.ge-ს ფენტეზი ლიგაში, სადაც კვლავ უამრავი ცვლილება ხდება და ყოველი ტურის შემდეგ ახალ-ახალი ლიდერები გვევლინებიან. შემოგთავაზებთ ათეულს, რომელიც ამ დროისთვის ლიდერობს Redarmy.ge-ს ლიგას:
ტურის საუკეთესო მექულე, მირზა გაბრიჩიძე გახლავთ, რომელმაც გასულ უქმეებზე გამართული მატჩების შემდეგ 85 ქულა დააგროვა. მირზა ამჟამად მე-11 პოზიციაზეა და ათეულის სიახლოვეს ტრიალებს, თუკი იგი მომავალ ტურშიც კარგ შედეგს აჩვენებს დიდი შანსია ხუთეულში ან სულაც პირველ ადგილზე მოგვევლინოს, ეს კი მისი რჩეული თერთმეტეულია:
ყოველი ტურის შემდეგ დაიდება ანალოგიური სტატია, სადაც საუკეთესო ათეულისა და ტურის საუკეთესო გუნდის სურათი იქნება. ამასთან, მოდი ვნახოთ, ის თერთმეტეული, რომელმაც ყველაზე მეტი ქულა მოაგროვა და "ოცნების გუნდის" სახელითაა ცნობილი:
მეთოთხმეტე ტურში ყველაზე მეტი ქულა კევინ დე ბრუინმა დააგროვა, რომელმაც "საუთჰემტონის" წინააღმდეგ გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა, ამისთვის მან 16 ქულა დაიმსახურა.
აქვე მინდა გაგაფრთხილოთ და გაცნობოთ, რომ თუკი თქვენ გყავთ მოთამაშე, რომელსაც ნარინჯისფერი ან წითელი უჯრა უნთია, მოერიდეთ მის ძირითადში დაყენებას, რადგან მათი თამაში საეჭვოა. ასეთები კი არიან:
პრემიერ ლიგის მე-14 ტური 5-6-7 ნოემბერს გაიმართება. "მანჩესტერ იუნაიტედი" საშინაო არენაზე, ლონდონურ "ვესტ ჰემს" უმასპინძლებს და ეცდება მინიმუმ სამეულში ადგილის შენარჩუნებას.
მომავალ შეხვედრამდე, გისურვებთ წარმატებებს !!!